9,106 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

VKEK1QZQ გამოქვეყნდა 24 სექ 7 ნახვა

STREAM

STREAM

შესყიდვების სპეციალისტი

STREAM გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
შესვლა და განაცხადი
₾2500–3500 / თვეში ბოლო ვადა: 8 ოქტ

ვაცხადებთ ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე კომპანიისთვის "ELTEG" (https://elteg.ge/).

კომპანია 2007 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. მომხმარებელს სთავაზობს ლიფტების, ესკალატორებისა და პარკინგის სისტემების ფართო სპექტრის მიწოდება-მონტაჟსა და შემდგომ პრევენციულ მომსახურებას. 2012 წლიდან Kleemann-ის ავტორიზებული დისტრიბუტორი. პოზიციაზე მივესალმებით კანდიდატებს, რომელთაც აქვთ ბიზნესის განვითარებისა და შემოსავლების ზრდის პროაქტიული მიდგომა, აქვთ შესაბამისი გამოცდილება, კომუნიკაციის, გადაწყვეტილებების მიღების, ანალიტიკური, გუნდური მუშაობის და ორგანიზების უნარები.

სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, ქეთევან წამებულის ქ. 44 სამუშაო განაკვეთი - სრული სამუშაო გრაფიკი (09:00-18:00 სთ) ანაზღაურება - 2500-3500 ლარის ფარგლებში

ძირითადი მოვალეობები:

შესყიდვების მენეჯერი პასუხისმგებელია, საჭირო ლიფტების, სათადარიგო ნაწილებისა და ტექნიკური აღჭურვილობის ოპტიმალური, დროული და ხარჯეფექტური შესყიდვების უზრუნველყოფაზე. ასევე, მომწოდებლებთან ეფექტური პარტნიორობის ჩამოყალიბებაზე, ხელსაყრელი ფასობრივი პირობების მოპოვებასა და ლოჯისტიკური პროცესების სრულყოფილ მართვაზე.

  • ახალი ადგილობრივი და საერთაშორისო მომწოდებლების მოძიება, შეფასება, შერჩევა და არსებულ მომწოდებლებთან გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების განვითარება;
  • მომწოდებლების შეფასება დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, მათ შორის: პროდუქციის ხარისხი, ფასი, გადახდის პირობები, მიწოდების ვადები, წარმოების შესაძლებლობები, ტექნიკურ დავალებასთან შესაბამისობა და სხვა;
  • მომწოდებელთა ბაზრის მუდმივი კვლევა, ფასების მონიტორინგი და საუკეთესო კომერციული პირობების მიღების მიზნით მოლაპარაკებების წარმოება;
  • მომწოდებლებთან ხელშეკრულებების მომზადების, შეთანხმების, გაფორმების, შესრულების კონტროლისა და არქივირების უზრუნველყოფა;
  • შესყიდვების პროცესის სრული ციკლის დაგეგმვა, ორგანიზება, დოკუმენტაციის მომზადება და შესრულების კონტროლი;
  • საბაჟო პროცედურების კოორდინაცია შესაბამის დეპარტამენტებთან და საბაჟო ბროკერებთან თანამშრომლობით;
  • სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანიების მოძიება, შეფასება, შერჩევა და მათთან თანამშრომლობის ოპტიმალური პირობების უზრუნველყოფა;
  • საერთაშორისო გადაზიდვების სრული პროცესის კოორდინაცია და კონტროლი, მათ შორის მიწოდების ვადებისა და პირობების მონიტორინგი;
  • მიწოდების ჯაჭვის (Supply Chain) პროცესების დაგეგმვა, ოპტიმიზაცია და ეფექტიანობის გაუმჯობესება;
  • საწყობში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიღების, შენახვის, აღრიცხვისა და გაცემის პროცესის ორგანიზება. მარაგების მართვა, ოპტიმალური ნაშთების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შევსების დაგეგმვა.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან ტექნიკური მიმართულებით;
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამშენებლო ან ლოჯისტიკის მიმართულებით;
  • უცხო ენების ფლობა მაღალ დონეზე;

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე არაუგვიანეს 2026 წლის 7 ოქტომბრისა. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (www.stream.com.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
STREAM
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა