9,080 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

WXZN8W5M გამოქვეყნდა 17 სექ 4 ნახვა

ამბოლი

ამბოლი

გაყიდვების კონსულტანტი

ამბოლი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
გადასვლა თავდაპირველ განცხადებაზე ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 15 ოქტ

კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 30 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.amboli.ge ; www.facebook.com/amboli.ge

„ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი მტკვრის მარცხენა სანაპირო, ქსნის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია

სამუშაო საათები: 10:00 – 19:00.

ძირითადი მოვალეობები: - პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად შესწავლა (საბურავები, საცხებ-საპოხი მასალები, აკუმულატორები, ავტონაწილები); - კლიენტებთან კონსულტაციის გაწევა და პროდუქციის შეთავაზება; - მაღაზიაში პროდუქციის სათანადოდ განლაგება; - ყოველდღიური ანგარიშის მომზადება გაყიდვების შესახებ; - გაყიდვების გეგმების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები: - სასურველია უმაღლესი განათლება; - გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება; - სასურველია საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება; - საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა; - სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

აუცილებელი უნარები: - მოლაპარაკების წარმოების უნარი; - პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა, დისციპლინირებულობა; - მოსმენა, შეთავაზება და კლიენტის დარწმუნება; - შედეგზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ამბოლი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა