8,927 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

XV0TSN9D გამოქვეყნდა 19 სექ 7 ნახვა

MAQRO Group

MAQRO Group

აღმასრულებელი დირექტორის ასისტენტი

MAQRO Group გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 17 ოქტ

MAQRO Group არის MAQRO ჯგუფის მამოძრავებელი ძალა. კომპანია აშენებს საცხოვრებელ კომპლექსებს, სასტუმროებს, რესტორნებს, მაღაზიებსა და ოფისებს, სადაც ადამიანები თავს კომფორტულად გრძნობენ. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ კომპანიის ელექტრონული გვერდი www.maqro.ge

შემოუერთდით ჩვენს გუნდს აღმასრულებელი დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე ვეძებთ თანამშრომელს, რომელსაც შეუძლია დეპარტამენტებს შორის კომუნიკაციისა და სამუშაო პროცესების ეფექტიანი კოორდინირება, ყოველდღიური საოპერაციო საკითხების მართვა და დავალებების დროული შესრულების კონტროლი. თუ ხართ დეტალებზე ორიენტირებული, მოგწონთ სწრაფად განვითარებად გარემოში მუშაობა და გამოირჩევით ძლიერი საკომუნიკაციო უნარებით, მოხარული ვიქნებით თქვენი კანდიდატურის განხილვით.

პოზოცია აღმასრულებელი დირექტორის ასისტენტი - თურქული, ინგლისური და ქართული ენების ცოდნით სამგორი, თბილისი, საქართველო უძრავი ქონების დეველოპმენტი და ინვესტიციები სრული განაკვეთი, ანაზღაურება კვალიფიკაციის მიხედვით

ძირითადი მოვალეობები - სხვადასხვა დეპარტამენტს შორის კომუნიკაციისა და სამუშაო პროცესების კოორდინირება; - ხელმძღვანელობის მხარდაჭერა ყოველდღიურ საოპერაციო და ადმინისტრაციულ საქმიანობაში; - გაცემული დავალებების შესრულების მონიტორინგი და დროულად დასრულების უზრუნველყოფა; - შეხვედრების ორგანიზება, დღის წესრიგის მომზადება და შეხვედრის ოქმების წარმოება; - საქმიანი კორესპონდენციის მომზადება, თარგმნა და მართვა სხვადასხვა ენაზე; - ანგარიშების, პრეზენტაციებისა და სხვა საქმიანი დოკუმენტების მომზადება; - დოკუმენტაციისა და ჩანაწერების მოწესრიგებული ფორმით წარმოება და შენახვა; - ხელმძღვანელობის მხარდაჭერა დაგეგმვის, სამუშაო გრაფიკის მართვისა და პროექტების კოორდინირების პროცესში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები - მსგავს ან ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 5+ წელი - თურქული, ინგლისური და ქართული ენების თავისუფლად ფლობა, როგორც წერილობით, ისე ზეპირად - სავალდებულოა; - გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; - ძლიერი ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები; - Microsoft Office-ის პროგრამების - Word, Excel, PowerPoint და Outlook - კარგად ცოდნა; - რამდენიმე პრიორიტეტის ერთდროულად მართვისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პროფესიონალიზმი და დეტალებისადმი ყურადღება.

ჩვენ გთავაზობთ - დინამიკურ და საერთაშორისო გუნდში მუშაობის შესაძლებლობას; - პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას; - კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამის კონკურენტულ ანაზღაურებას; - თანამედროვე და თანამშრომლობაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს თბილისში. - კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას; - ერთჯერად კვებას, - კორპორატიულ ნომერს (ულიმიტო პაკეტით);

თუ ფიქრობთ, რომ აღნიშნული პოზიცია შეესაბამება თქვენს გამოცდილებასა და უნარებს, მოხარული ვიქნებით მივიღოთ თქვენი განაცხადი. გამოგვიგზავნეთ თქვენი CV სასურველია ინგლისურ ან თურქულ ენაზე შემდეგ მისამართზე. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
MAQRO Group
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა