მოლარე-კონსულტანტი
საოჯახო ტექსტილის კომპანია "Manamo Home" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში.
რას გთავაზობთ ჩვენ:
- კორპორაციულ ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კომფორტულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- მეგობრულ გუნდს და მხარდაჭერას პროფესიულ ზრდაში;
- სპეციალურ ფასდაკლებას პროდუქციაზე.
სამუშაო გრაფიკი:
სრული განაკვეთი - კვირაში 6 სამუშაო დღე, რაც მოიცავს:
- 2 დღე - 8-საათიანი სამუშაო გრაფიკი + 1 საათი შესვენება
- 4 დღე - 6-საათიანი სამუშაო გრაფიკი + 1 საათი შესვენება
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლის კონსულტაცია და პროდუქციის შეთავაზება;
- აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა და ნაშთების კონტროლი;
- პროდუქციაზე ფასმაჩვენებლების სწორად და დროულად განთავსება;
- სალარო ოპერაციების შესრულება;
- საოფისე პროგრამების (Outlook, Excel) საბაზისო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
აუცილებელი უნარები და პიროვნული თვისებები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პუნქტუალურობა და შრომისმოყვარეობა;
- კომუნიკაბელურობა და ენერგიულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე:. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: მოლარე-კონსულტანტი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ "Manamo Home" დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს დასაქმების მიზნით და შეინახავს მას 6 თვის განმავლობაში.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.