9769 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

Y57JBNES გამოქვეყნდა 15 ოქტ 44 ნახვა

რესტორნის მენეჯერი

მეღვინეობა ხარება გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾4000 / თვეში +140% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,669 ₾ · 227 განცხადება ბოლო ვადა: 16 ნოე

უმაღლესი კლასის რესტორანი "ხარება", რომელიც მდებარეობს ყვარელში, ტურისტული კომპლექს გვირაბის ტერიტორიაზე, მთაზეა განთავსებული. იგი წარმოადგენს არქიტექტურულ ნიმუშს, რომელშიც არის გამოყენებული თანამედროვე და კლასიკური ქართული არქიტექტურული ელემენტები და მაქსიმალურად არის შერწყმული ბუნებასთან. რესტორნის ვერანდა და სამსართულიანი კოშკიდან გადაშლილი ალაზნის ველის შთამბეჭდავი ხედი ტურისტულ კომპლექსს დასვენების საუკეთესო ადგილად აქცევს.

შპს "მეღვინეობა ხარება" აცხადებს ვაკანსიას ყვარლის ღვინის გვირაბის რესტორნის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: კახეთი, ყვარელი; სამუშაო გრაფიკი: 6 დღიანი სამუშაო კვირა; ანაზღაურება - 4000 ლარი;

ძირითადი მოვალეობები:

  • რესტორნის განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
  • ყოველწლიური ბიუჯეტის დაგეგმვა;
  • საკვებისა და სასმლის დეპარტამენტის ოპერაციებისა და ბიუჯეტის შესაბამისი სტანდარტებით მართვა;
  • მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების შესახებ ტრენინგების ჩატარება
  • მარკეტინგულ ღონისძიებებში ჩართულობა;
  • ტრენინგი და მათი დროული უზრუნველყოფა სიახლეებით;
  • რესტორანსა და ბარში სისუფთავის კონტროლი;
  • სამოქმედო მიზნების ჩამოყალიბება, მიღწევის გზების დასახვა, შესრულების კონტროლი გეგმის მიხედვით;
  • შეფ მზარეულთან მენიუს შეთანხმება;
  • სასმლისა და საკვების რაოდენობის კონტროლი;
  • მომარაგების თანამშრომელთან ურთიერთობა და კონტროლი;
  • გუნდის მუშაობაზე პასუხისმგებლობის აღება;
  • სამუშაო პროცესების ეფექტური მართვა;
  • მიმდინარე პროცესების სტრატეგიული დაგეგმარება, კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა, ორგანიზება და კონტროლი;
  • არსებული მატერიალური რესურსების /მარაგების კონტროლი და ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა;
  • მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა და საქმიანობის ხარისხის მონიტორინგი;
  • სხვადასხვა ღონისძიებების სრული სპექტრის ორგანიზების მართვა;
  • სტუმრისგან მიღებული კომენტარის გათვალისწინება და მოცემული ინფორმაციის გადაცემა შეფ მზარეულისთვის და კომპექსის მენეჯერისთვის, უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირება;
  • შრომის დაცვის წესების, სანიტარული და ჰიგიენური ნორმატივების დაცვის მონიტორინგი;
  • კომპანიის მომწოდებლებთან და მომხმარებლებთან მოლაპარაკების წარმოება და გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სარესტორნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • ჰასპის სტანდარტების უზრუნველყოფა და დაცვა
  • გუნდის მართვის უნარი;
  • უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • შრომის უსაფრთხოების ნორმების ცოდნა;
  • დოკუმენტაციის წარმოების უნარი;

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ-ფოსტაზე და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "რესტორნის მენეჯერი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ბიზნესის განვითარების მენეჯერი (კავკასიის რეგიონი)

Pro
AUTOBIDMASTER GEORGIA ფოთი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
28 სექ

დისტანციური აღმასრულებელი ასისტენტი / მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი (ინგლისური ენის ფლუენტური ცოდნა, აშშ და ევროპის კომპანიები)

Silkstaff დისტანციური სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
₾1900–3000 19 ოქტ

Apex Support Services

Apex Support Services თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
₾1800–3100 15 ოქტ

ადამიანური რესურსების ადმინისტრაციის ასისტენტი

ახალი
Evolution თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი კომპანიის საიტი
21 ოქტ

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა