გაყიდვების მენეჯერი
გაყიდვების მენეჯერი პასუხისმგებელი იქნება ციფრული არხებისა და Inbox-ის ყოველდღიურ მართვაზე B2C და B2B მიმართულებით. მისი ძირითადი ამოცანაა სოციალურ ქსელებში (Facebook, Instagram, TikTok) შემოსულ შეტყობინებებსა და კომენტარებზე დროული, ამომწურავი და გაყიდვებზე ორიენტირებული პასუხების გაცემა, რათა ციფრული დაინტერესება გარდაიქმნას რეალურ გაყიდვად.ბიზნეს-სეგმენტთან მუშაობის ფარგლებში უზრუნველყოფს პოტენციური B2B კლიენტების მოძიებას, ბაზრის კვლევასა და პირველადი კონტაქტის დამყარებას (ცივი ზარები და წერილები), ამზადებს ინდივიდუალურ კომერციულ შეთავაზებებსა და პრეზენტაციებს, ორგანიზებას უწევს შეხვედრებს, მონაწილეობს მოლაპარაკებებსა და გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმებაში. გაყიდვის დასრულების შემდეგ კოორდინირებს ლოგისტიკურ პროცესს ოფისის მენეჯერთან ინვოისების მომზადებას, ზედნადებების (RS.ge) გაწერასა და შეკვეთის მიწოდებას. ასევე ანგარიშგებას ხელმძღვანელობას გაყიდვების დინამიკის შესახებ და უზრუნველყოფს უკუკავშირს მარკეტინგის გუნდთან სარეკლამო კამპანიების ეფექტიანობის შესაფასებლად.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.