კონსულტანტი
"Solray" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის (სტენდზე) პოზიციაზე.
ლოკაცია: City Mall Saburtalo, თბილისი
ვეძებთ კომუნიკაბელურ, პასუხისმგებლიან და გაყიდვებზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელსაც მოსწონს მომხმარებელთან ურთიერთობა და შეუძლია პროდუქტის ეფექტურად წარდგენა.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლების კონსულტაცია და პროდუქციის შეთავაზება;
- გაყიდვების განხორციელება;
- პროდუქციის მახასიათებლებისა და უპირატესობების გაცნობა;
- სტენდის მოწესრიგება და პროდუქციის სათანადო პრეზენტაციის უზრუნველყოფა;
- ყოველდღიური საოპერაციო პროცესების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კარგი კომუნიკაციისა და მომხმარებელთან ურთიერთობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მოწესრიგებულობა და პოზიტიური დამოკიდებულება;
- გაყიდვებზე ორიენტირებულობა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
- ფიქსირებულ ხელფასს და გაყიდვების შედეგებზე დაფუძნებულ ბონუსს;
- სასიამოვნო და თანამედროვე სამუშაო გარემოს;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე.
შერჩეულ კანდიდატებს "Solray"-ის გუნდი დაუკავშირდება გასაუბრებისთვის.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.