7873 live vacancies
← All vacancies

0PEACBKJ Posted 25 Aug 1 views

მთავარი მემონტაჟე

ფაბრიკონი external listing
Tbilisi Full-time Construction / Repair
₾2000–3500 / month Apply by

მოწინავე ქართული კომპანია "ფაბრიკონი" მეტალის ფაბრიკაციის სფეროში უკვე 5 წელიწადია წარმატებით მოღვაწეობს ქართულ და საექსპორტო ბაზრებზე.

კომპანია ორიენტირებულია საწარმოსა და პროდუქციის მუდმივ განვითარებაზე. საწარმო აღჭურვილია მეტალის დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიებით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური მენეჯერებისა და სპეციალისტების გუნდით, რომლებიც წარმატებით ართმევენ თავს კომპანიის წინაშე დასმულ ამოცანებს.

"ფაბრიკონი" პიონერია კონვეირული სტილით მეტალის კარების წარმოებაში. ასევე, ამ წლების განმავლობაში სხვადასხვა ინდუსტრიული მიმართულებისთვის შეიქმნა არაერთი ახალი პროდუქტი ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კოოპერაციით.

"ფაბრიკონის" გუნდი და საწარმოო შესაძლებლობები იძლევა საშუალებას, დავხვეწოთ და შევქმნათ ლითონის ფაბრიკაციის ახალი პროდუქტები, რომლებიც სხვადასხვა ინდუსტრიის მიმართულებით ახალ შესაძლებლობებს ქმნის და არსებული სამუშაო პროცესების ეფექტურობას უწყობს ხელს.

"ფაბრიკონი" თავის გუნდში ეძებს კანდიდატებს მთავარი მემონტაჟის პოზიციაზე.

შესასრულებელი სამუშაო:

** სამშენებლო ობიექტებზე ლითონის ნაკეთობების მონტაჟი

** ბინის და სადარბაზოს კარის მონტაჟი

** აივნის მოაჯირის მონტაჟი

** კიბის უჯრედის მოაჯირის მონტაჟი

** ჟალუზების და სხვა კონსტრუქციების მონტაჟი

სამუშაო უნარ-ჩვევები:

** სამონტაჟო ელექტრო ხელსაწყოების გამოყენების უნარი

** ჩხირით შედუღების გამოცდილება

** ავტომობილის მართვის გამოცდილება (აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ყოლა)

პიროვნული თვისებები:

** დისციპლინირებულობა

** შრომისმოყვარეობა

** ბეჯითობა

** სწრაფი მუშაობის უნარი

** კეთილსინდისიერება

** ხელმარჯვეობა

ჩვენ გთავაზობთ:

** ხელფასი: 2000-3500 ლარი

** კვებას

** დაზღვევას

** FitPass-ს

ადმინისტრაციული დეტალები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 09:00-18:00 (შესვენება: 14:00-15:00)

** მდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი ლილო, რუსუდან ჩხეტიანის 16

დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ:

მობ.:

ფიქს.:

ან გამოგზავნეთ CV შემდეგ ელ. ფოსტაზე:

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
ფაბრიკონი
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free