8893 live vacancies
← All vacancies

0Q3WK0K3 Posted 25 Aug 2 views

უმცროსი საოპერაციო მენეჯერი/ადმინისტრატორი

Hazet Georgia external listing
Remote Full-time Administration / Management
₾1200–1400 / month Apply by

188 წლიანი გამოცდილების მქონე გერმანული ბრენდი "HAZET GEORGIA" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი საოპერაციო მენეჯერის/ადმინისტრატორის პოზიციაზე. ჩვენი კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს ქართულ ბაზარზე საოფისე ტექნიკა-დანადგარების მონტაჟი და ზედამხედველობის აუთსორსინგული მომსახურება. პრეტენდენტს აღნიშნულ პოზიციაზე მიეცემა საკუთარი შემოქმედებითი უნარებისა და იდეების განხორციელების სრული შესაძლებლობა. ასევე პრეტენდენტი იქნება დატრენინგებული გამოცდილი გუნდის წევრების მხარდაჭერით. კომპეტენციისა და შესასრულებელი საქმის ზრდის შესაბამისად მოხდება მისი ანაზღაურების ანალოგიური მომატება. ჩვენი გუნდის სამუშაო პროცესი დინამიურია და მუდმივად იძლევა ახალი ინციატივების, იდეებისა და გეგმების მიმართ მაღალ მიმღეობას მენეჯმენტის მხრიდან.

პრეტენდენტი მოანწილეობას მიიღებს და დაეხმარება მთავარ საოპერაციო მენეჯერს ისეთი დავალებების შესრულებაში, როგორიცაა:

** ოფისის თანამშრომლების დახმარება სხვადასხვა ადმინისტრაციულ საკითხებში;

** ინვოისების/კონტრაქტების გადაგზავნა კონტრაგენტებთან, დისტანციურად ხლემოწერის პროცესის წარმართვა.

** დოკუმენტების დაარქივება, მოწესრიგება, აღწერა;

** ექსელის ბაზებთან მუშაობა

** მეილინგის წარმართვა

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება

** სავალდებულოა Excel პროგრამის ცოდნა

** სასურველია ინგლისური/რუსული ენების ცოდნა საბაზისო დონეზე

** ორგანიზებულობა

** კომუნიკაბელურობა

კომპანია გთავაზობთ:

** კარიერული წინსვლის და დაწინაურების შესაძლებლობას;

** იყო მონაწილე ინდუსტრიაში ყველაზე სწრაფად მზარდი ორგანიზაციის ყოველდღიური საოპერაციო პროცესების

** მრავალწლიანი გამოცდილების გუნდთან ურთიერთობის შესაძლებლობას

** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;

** მეგობრულ სამუშაო გარემოს.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი

საათები: 10:00-19:00

ანაზღაურება: 1200-1400 ლარი გამომდინარე კომპეტენციიდან, შემოსავლის უპირობოდ ზრდის პერსპექტივით.

ლოკაცია: თბილისი, დიღომი

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ ელ.ფოსტაზე:

გისურვებთ წარმატებას!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
Hazet Georgia
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone