მთავარი მეღვინე
კახეთში მდებარე ღვინის საწარმოში ვეძებთ გამოცდილ მთავარ მეღვინეს, რომელიც უხელმძღვანელებს ღვინის წარმოების სრულ ტექნოლოგიურ პროცესს და უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხისა და სტაბილურობის მაღალ სტანდარტს.
ძირითადი მოვალეობები - ღვინის წარმოების სრული პროცესის დაგეგმვა და მართვა; - ყურძნის მიღების, გადამუშავებისა და დუღილის პროცესების კონტროლი; - ღვინის ხარისხის, სტაბილურობისა და ტექნოლოგიური მაჩვენებლების მონიტორინგი; - დიდი მოცულობის საწარმოო პროცესების ეფექტურად მართვა; - წარმოების გუნდის ხელმძღვანელობა და სამუშაოების ორგანიზება; - ტექნოლოგიური პროცესების ოპტიმიზაცია და საწარმოო დანაკარგების შემცირება; - ლაბორატორიასთან და წარმოების სხვა მიმართულებებთან კოორდინაცია.
ძირითადი მოთხოვნები - მეღვინეობის სფეროში მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება; - მასიური/დიდი მოცულობის ღვინის წარმოებაში მუშაობის დადასტურებული გამოცდილება — სავალდებულო; - ღვინის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების საფუძვლიანი ცოდნა; - დიდი საწარმოო სიმძლავრის მქონე ღვინის ქარხანაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - გუნდის მართვისა და ლიდერობის უნარი; - მაღალი პასუხისმგებლობა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.
განათლება: უმაღლესი განათლება მეღვინეობის, მევენახეობის, კვების ტექნოლოგიების ან შესაბამის სფეროში. ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მეილზე:
We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.
A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.