8847 live vacancies
← All vacancies

2212Q8GD Posted 25 Aug 4 views

საკრედიტო ოფიცერი, საკრედიტო მენეჯერი

სვიტ ჯეო გრუპი external listing
Rustavi Full-time Finance / Accounting
₾1000–1500 / month Apply by

შ.პ.ს. "სვიტ ჯეო გრუპი" არის საფინანსო კომპანია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს მარტივ, სწრაფ და კომფორტულ ფინანსურ სერვისებს. კომპანია ორიენტირებულია მოკლევადიანი დაკრედიტების მომსახურების მიწოდებაზე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის.

კომპანიის უმთავრესი ღირებულება მისი გუნდია, რომელიც დაკომპლექტებულია ნიჭიერი და პროფესიონალი თანამშრომლებით, რომლებიც სრულად იყენებენ საკუთარ პოტენციალს. ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოსა და პირობებს თქვენი პროფესიული და პიროვნული განვითარებისთვის.

შ.პ.ს. "სვიტ ჯეო გრუპი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: საკრედიტო ოფიცერი, საკრედიტო მენეჯერი

ლოკაცია: თელავი (საკრედიტო ოფიცერი, საკრედიტო მენეჯერი)

ლოკაცია: რუსთავი (საკრედიტო ოფიცერი)

ფუნქციები და მოვალეობები:

** საკრედიტო ბაზრის შესწავლა და ანალიზი;

** კლიენტების მოძიება და მოზიდვა;

** საინფორმაციო ბროშურების მიზნობრივი გავრცელება;

** პოტენციური კლიენტებისთვის სესხის პირობებისა და პროდუქტის უპირატესობების გაცნობა;

** საკრედიტო განაცხადების მომზადება და საკრედიტო კომიტეტისთვის გადაგზავნა;

** საკრედიტო პორტფელის ხარისხის მართვა;

** მიმდინარე კლიენტებთან ვიზიტი თანხის გადახდევინების მიზნით;

** ნაღდი ფულის მიღება;

** მატერიალური პასუხისმგებლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მცირე ბიზნესის დაკრედიტების მიმართულებით საბანკო ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში;

** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა;

** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე.

პიროვნული უნარები:

** გამართული მეტყველება;

** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;

** ემოციური მდგრადობა;

** კონფლიქტების პრევენციისა და გადაწყვეტის უნარი;

** პრინციპულობა და შეუპოვრობა;

** ოპერატიულობა;

** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი;

** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00; შაბათი: 11:00-15:00 (ნახევარი განაკვეთი);

** ანაზღაურებადი გამოსაცდელი ვადა - მინიმუმ 3 თვე;

** ანაზღაურება: 1000-1500 ლარი (გამოცდილების შესაბამისად) + მოქნილი ბონუსი;

** კორპორატიული ულიმიტო სასაუბრო ნომერი;

** ავტომობილის მფლობელებისთვის საწვავის ხარჯის ანაზღაურება;

** ჯანმრთელობის დაზღვევა.

ჩვენ გთავაზობთ:

** დინამიკურ და საინტერესო სამუშაოს პროფესიონალ და ამბიციურ გუნდთან ერთად;

** დასაქმებას სწრაფად მზარდ კომპანიაში, რომელიც ოპერირებს კონკურენტულ და საინტერესო სფეროში;

** პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.

CV გამოგზავნეთ:

ელფოსტის Subject ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და რეგიონი - "საკრედიტო ოფიცერი, საკრედიტო მენეჯერი".

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 15 სექტემბერი.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
სვიტ ჯეო გრუპი
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone