8824 live vacancies
← All vacancies

2M60XQ1W Posted 25 Aug 4 views

უძრავი ქონების სააგენტოს დამფუძნებლის ასისტენტი

უძრავი ქონების სააგენტო ინოვა external listing
Tbilisi Full-time Administration / Management
₾1200 / month Apply by

ცხადდება ვაკანსია უძრავი ქონების სააგენტოს დამფუძნებლის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი - 11:30-18:00; შაბათი და კვირა — დასვენების დღეები.

უძრავი ქონების სფეროში მოქმედი კომპანია "ინოვა" ეძებს ორგანიზებულ, პასუხისმგებლობიან და კომუნიკაბელურ ასისტენტს, რომელიც შეუერთდება გუნდს და ყოველდღიურ სამუშაო პროცესებში უშუალოდ ითანამშრომლებს სააგენტოს დამფუძნებელთან.

თუ ხარ ადამიანი, რომელსაც უყვარს მოწესრიგებული სამუშაო გარემო, სწრაფად რეაგირებ, კარგად ამყარებ კომუნიკაციას და პასუხისმგებლობით ეკიდები დაკისრებულ საქმეს — შესაძლოა, სწორედ შენ გეძებდეთ.

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსულ შეტყობინებებსა და მოთხოვნებზე დროული და პროფესიონალური პასუხის გაცემა;

** მომხმარებლებთან ყოველდღიური კომუნიკაცია;

** უძრავი ქონების განცხადებების ატვირთვა, განახლება და მართვა;

** არსებული განცხადებების ინფორმაციის მუდმივი აქტუალიზაცია;

** სამუშაო პროცესების ორგანიზებაში დახმარება;

** სააგენტოს დამფუძნებლის მიმდინარე დავალებების შესრულება;

** ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მოწესრიგება;

** ყოველდღიური საოპერაციო პროცესების ეფექტურად მართვაში ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა — მინიმუმ საშუალო დონეზე (B1/B2);

** Microsoft Word-ისა და Excel-ის საბაზისო ცოდნა;

** გამართული კომუნიკაციის უნარი;

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;

** დეტალებზე ორიენტირებულობა;

** სწრაფად სწავლისა და ახალ ინფორმაციასთან ადაპტაციის უნარი;

** დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულების უნარი;

** სასურველია უძრავი ქონების სფეროში ან მსგავს პოზიციაზე გამოცდილება, თუმცა გამოცდილების არქონა არ არის გადამწყვეტი — ჩვენთვის მნიშვნელოვანია სწორი დამოკიდებულება და განვითარების სურვილი.

ანაზღაურება: 1, 200 ₾ (მოჭრილი)+ ბონუსები; ბონუსების სისტემა დამოკიდებული იქნება სამუშაოს შედეგებსა და შესრულების ხარისხზე.

სამუშაო ფორმატი: სამუშაო სრულდება ოფისში, ადგილზე.

რას ველოდებით კანდიდატისგან?

ჩვენ ვეძებთ არა უბრალოდ თანამშრომელს, არამედ ადამიანს, რომელსაც შეუძლია გახდეს გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი — იყოს სანდო, ენერგიული, ორგანიზებული და შედეგზე ორიენტირებული.

თუ გიყვარს დინამიკური გარემო, ადამიანებთან ურთიერთობა და გინდა განვითარდე უძრავი ქონების სფეროში, გამოგვიგზავნე შენი CV.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე CV და დაგიკავშირდებით -

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
უძრავი ქონების სააგენტო ინოვა
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone