8847 live vacancies
← All vacancies

3KW14VHA Posted 25 Aug 2 views

საწყობის ოპერაციების ზედამხედველი

სუფთა სახლი external listing
Tbilisi Full-time Logistics / Drivers
₾1200 / month Apply by

კომპანია და მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" 2009 წლიდან ერთგულად ემსახურება მომხმარებელს, 2014 წლიდან ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღეის მდგომარეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით 210-მდე ფილიალით და 1500-ზე მეტი თანამშრომლით არის წარმოდგენელი. კომპანიისთვის თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი ზრდა და განვითარება დღიდან დაარსებისა მთავარი ღირებულებაა.

"სუფთა სახლი" მომხმარებელს მრავალფეროვან თავისა და სახლის მოვლის საშუალებებსა და პროდუქციას სთავაზობს. ნებისმიერ ფილიალში ხელმისაწვდომია მრავალფეროვანი კატეგორიის პროდუქცია: პარფიუმერია; პირადი ჰიგიენის ნივთები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები; წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთები; ჭურჭელი, საკანცელარიო საქონელი. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტული ფასი, გამორჩეულად საინტერესო აქციები და მომსახურება.

გაგვიცანი უფრო ახლოს: www.ch.ge

მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერაციების ზედამხედველის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, (09:00-18:00, შესვენება 1 საათი)

ანაზღაურება: 1200 ლარი საწყის ეტაპზე

ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობში აგროვებული პროდუქციის სისწორის მონიტორინგი;

** დოკუმენტაციის გადამოწმება, გადახრების აღმოჩენა და სხვაობის გამომწვევი მიზეზების დადგენა;

** აღმოჩენილი შეცდომების აღმოფხვრის უზრუნველყოფა;

** პროდუქციის შეფუთვის პროცესის ზედამხედველობა;

** ყოველდღიური რეპორტის წარმოება და ხელმძღვანელებისთვის მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;

** საოფისე პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით MS Excel);

** სასურველია 1C პროგრამის ცოდნა.

დამატებითი უნარები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;

** კომუნიკაბელური;

** მიზანდასახული;

** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;

** Fitpass;

** კარიერული ზრდის შესაძლებლობა;

** მზარდი შრომითი ანაზღაურება;

** კომფორტული სამუშაო გარემო.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე:. გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი თანამდებობა "საწყობის ოპერაციების ზედამხედველი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც სს "სუფთა სახლი"ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, სს "სუფთა სახლ"-ში შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების სს "სუფთა სახლი"-სათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა სს "სუფთა სახლ"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

გისურვებთ წარმატებას!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
სუფთა სახლი
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone