8848 live vacancies
← All vacancies

3NQ88AZX Posted 25 Aug 1 views

სერვის ტექნიკოსი

Kärcher external listing
Tbilisi Full-time Other
Negotiable Apply by

"კერხერ-საქართველო" წარმოადგენს დასუფთავების ტექნოლოგიის მსოფლიო ლიდერის, Alfred Karcher SE & Co.KG-ს ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში, რომლის შოურუმებიც მდებარეობს თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და თელავში. იგი ასევე ზედამხედველობას უწევს კერხერის ოფიციალურ დილერებს და საცალო მაღაზიებს მთელი საქართველოს მასშტაბით.

"კერხერ-საქართველოს" გუნდი აცხადებს ვაკანსიას სერვის ტექნიკოსის პოზიციაზე (თბილისი).

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის N53:

** სამუშაო დრო: სრული განაკვეთი;

** სამუშაო დღეების რაოდენობა: 5 (შაბათ-კვირა დასვენება).

სერვის ტექნიკოსის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების დეტალური შესწავლა;

** სერვისში შემოსული ტექნიკის ანალიზი და შეკეთება;

** ელექტრო ტექნიკისა და მაღალი წნევის აპარატების შეკეთება;

** ტექნიკოსისთვის გამოყოფილი ხელსაწყოების, დანადგარების მოვლა - პატრონობის უზრუნველყოფა..

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია 1С პროგრამის ცოდნა საბაზისო დონეზე;

** MS Office პროგრამების ცოდნა;

** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;

** ტექნიკური ცოდნა ელექტრობის (სამ ფაზასთან მუშაობა), სანტექნიკის, გაგრილების სისტემების მიმართულებით;

** ტექნიკური განათლება ჩაითვლება უპირატესად;

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** კომუნიკაბელობა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა;

** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;

** გუნდური მუშაობის უნარი;

** სიახლეებთან სწრაფად ადაპტაციის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე/CV მისამართზე: და გთხოვთ "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

შპს "კერხერი"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ შპს "კერხერი" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "კერხერი"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
Kärcher
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone