8824 live vacancies
← All vacancies

4PY6J9VG Posted 25 Aug 2 views

B2B სპეციალისტი

მეგატექნიკა external listing
Tbilisi Full-time Sales
Negotiable Apply by

"მეგატექნიკა" უკვე 30 წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოში საყოფაცხოვრებო და ციფრული ტექნიკის ბაზარზე. მეგატექნიკას ქსელი 20-მდე ფილიალს, 100-მდე პარტნიორ მაღაზიასა და ტექნიკის ონლაინ მაღაზიას მოიცავს, რომლის საშუალებით, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა შეიძინოს ტექნიკა, სახლიდან გაუსვლელად, მთელი საქართველოს მასშტაბით. მეგატექნიკა ოფიციალური და ექსკლუზიური პარტნიორია არაერთი მსხვილი ბრენდის, ისეთი როგორიცაა Samsung, Apple, LG, Hisense, Electrolux, Simfer, Philips, Delonghi, Kenwood, Braun, Acer და სხვა.

"მეგატექნიკაში" ვეძებთ გუნდის ახალ წევრს - B2B სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთელი

სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე, 40 საათი, 10:00-19:00

ანაზღაურება: ფიქსირებული

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბაზრის შესახებ ინფორმაციის მოძიება, შეგროვება და ანალიზი;

** შეკვეთების პროგრამაში რეგისტრაცია და გატარება;

** კონკურენტების, ფასებისა და ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი;

** კონტრაქტორებთან და პარტნიორ კომპანიებთან ყოველდღიური კომუნიკაცია;

** კომერციული დოკუმენტაციის მომზადებაში მხარდაჭერა (შეთავაზებები, ინვოისები, ხელშეკრულებები და სხვ.);

** მონაცემების ბაზების განახლება და ადმინისტრირება;

** ანგარიშებისა და რეპორტების მომზადება ხელმძღვანელობისთვის;

** კლიენტების მოთხოვნებზე დროული რეაგირება და პრობლემების გადაჭრაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება;

** უცხო ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

დამატებითი უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** გამართული კომუნიკაციის უნარი;

** მომხმარებელზე ორიენტირებულობა:

** გუნდური მუშაობის უნარი;

** პროფესიულ ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება - "B2B სპეციალისტი".

მეგატექნიკა მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის.

გისურვებთ წარმატებებს.

გაცნობებთ, "შპს ომეგა" (ს/კ:, იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, გამსახურდიას გამზ., N11) დაამუშავებს კანდიდატის მიერ გაზიარებულ ინფორმაციას (რეზიუმეს (CV), თანდართულ დოკუმენტებს, მათ შორის სერტიფიკატებს, დიპლომებს და აღნიშნულ დოკუმენტებში მითითებულ მონაცემებს) გამოცხადებულ ან/და სამომავლო ვაკანსიაზე, კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

კანდიდატის შესახებ პერსონალური მონაცემები ინახება კონკურსის დასრულებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. გამო ელექტრონულ ან/და ამობეჭდილი სახით. თუ მხარეთა შორის გაგრძელდა შრომითი ურთიერთობა, მონაცემები ინახება შრომითი ურთიერთობის განმავლობაში.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია კომპანიისგან მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება; აღნიშნული მიზნით კანდიდატი უფლებამოსილია დაუკავშირდეს კომპანიას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, რომლის რეკვიზიტებია: შპს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრები" (ს/კ:, ელექტრონული ფოსტა:

პირის მიერ რეზიუმის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ კომპანიისთვის პერსონალურ მონაცემთა გადაცემასა და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. კომპანიის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.

წინამდებარე შეტყობინების საფუძველზე, კანდიდატი მიიჩნევა ინფორმირებულად მის შესახებ შპს "ომეგას" მიერ მონაცემთა დამუშავების საკითხებზე.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
მეგატექნიკა
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone