მორიგე ელექტრიკოსი
"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიაში - "სოფლის ნობათი", და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".
ჩვენ ვართ 250 000-ზე მეტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მიზნები და ღირებულებები. ჩვენ გვაქვს ახლებური ხედვა და ვქმნით ისტორიას.
PepsiCo უკვე ზედიზედ მერვე წელია სერტიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2025 ევროპასა და საქართველოში, ხოლო მეხუთე წელია საუკეთესო დამსაქმებელია გლობალურად. ტიტული კომპანიას ენიჭება პერსონალის მართვის გამორჩეული პრაქტიკების დანერგვისა და განხორციელებისათვის.
შემოგვიერთდით! ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს მორიგე ელექტრიკოსის პოზიციაზე ენერგობლოკში.
სამუშაო ადგილი და გრაფიკი: თბილისი, ფონიჭალა; ცვლის გრაფიკი
ძირითადი მოვალეობები:
** საზომი-საკონტროლო ხელსაწყოების შემოწმება და კონტროლი.
** ენერგობლოკის სწორი ექსპლოატაციის უზრუნველყოფა.
** ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოების კონტროლი.
** დაგეგმილი გამაფრთხილებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარება და ენერგობლოკის აღჭურვილობის ტექ-მომსახურება.
** ენერგობლოკის სამუშაო მდგომარეობაში შენარჩუნების მიზნით მიმდინარე საქმიანობისათვის მოთხოვნების ფორმირება.
** ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.
კანდიდატის პროფილი:
** პროფესიული განათლება ენერგეტიკის მიმართულებით
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ენერგეტიკის, ელექტრო-ინჟინერიის მიმართულებით სასურველია საწარმოში
** ტექნიკის, საინჟინრო ქსელების, საკონტროლო-საზომი მოწყობილობების და ავტომატიკის ელემენტებთან მუშაობისა და ექსპლოატაციის გამოცდილება
** კარგი კომუნიკაციის უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** ყურადღება, დეტალებზე ორიენტირება და მობილიზებულობა
** ცვლის გრაფიკით (დღის და ღამის) მუშაობის შესაძლებლობა
რას გთავაზობთ?
** ხელმძღვანელთა და გუნდის წევრთა მუდმივი მხარდაჭერა
** ყოველწლიურად მზარდი ანაზღაურება
** ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის კონკურენტული პაკეტი
** ტრანსპორტირება (მ/ს ისანი)
** კვება
თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: 10 სექტემბრამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.
A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.