8848 live vacancies
← All vacancies

5P9J72HJ Posted 25 Aug 2 views

IFRS ანგარიშგების განყოფილების სპეციალისტი

ბანკი ქართუ external listing
Tbilisi Full-time Finance / Accounting
Negotiable Apply by

სს "ბანკი ქართუ" აცხადებს ვაკანსიას IFRS ანგარიშგების განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე.

დეპარტამენტი: ანგარიშგებების დეპარტამენტი განყოფილება: ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებით (IFRS) ანგარიშგების განყოფილება ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სათავო ოფისი

ფუნქციები და მოვალეობები:

** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური შიდა/გარე ანგარიშგებების წარმოება IFRS მიხედვით; ** სხვადასხვა ანალიტიკური და განმარტებითი ცხრილის წარმოება IFRS მოთხოვნების მიხედვით; ** IFRS მიხედვით შიდა პოლიტიკების/მეთოდოლოგიების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ** წლიური გარე აუდიტორული შემოწმების ფარგლებში აუდიტორთან ურთიერთობის კოორდინაცია; ** ანგარიშგებების ავტომატიზაციის პროცესში აქტიური მონაწილეობა; ** საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნების შესაბამისად ანგარიშგების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სავალდებულო:

** უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი) ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნესის მართვის მიმართულებით; ** საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel) მაღალ დონეზე ცოდნა; ** ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა.

სასურველი:

** VBA, SQL, Python, R, Power BI-ს ცოდნა; ** ფინანსური მათემატიკის, ეკონომიკის და სტატისტიკის ცოდნა; ** ACCA/CFA პროგრამების კანდიდატი; ** სამუშაო გამოცდილება ბანკში ან სხვა საფინანსო ორგანიზაციაში შესაბამისი განხრით.

უნარები და თვისებები:

სავალდებულო

** ანალიტიკური აზროვნება; ** მუშაობა არსებული პროცედურებისა და პრაქტიკის შესაბამისად; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

სასურველი: გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადადით ლინკზე და გაგვიზიარეთ ინფორმაცია: https://cartubank.selfrecruit.ge/s/K2Vq

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
ბანკი ქართუ
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone