8824 live vacancies
← All vacancies

5QPGR22C Posted 25 Aug 9 views

შესყიდვების მენეჯერი

პილარ ქონსთრაქშენი external listing
Tbilisi Full-time Logistics / Drivers
₾4000–5000 / month Apply by

შპს "პილარ ქონსთრაქშენი" წარმოადგენს სამშენებლო კომპანიას, რომელიც ახორციელებს მრავალბინიანი საცხოვრებელი პროექტების მშენებლობას საერთაშორისო და ადგილობრივი სამშენებლო სტანდარტების სრული დაცვით, რაც უზრუნველყოფს პროექტების მაღალ ხარისხს, საიმედოობასა და უსაფრთხოებას.

"პილარ ქონსთრაქშენი" ორიენტირებულია თანამედროვე არქიტექტურული და საინჟინრო მიდგომების დანერგვაზე, პროექტების ეფექტურ მართვასა და სამშენებლო პროცესების ოპტიმიზაციაზე. კომპანიის მთავარი პრიორიტეტია მომხმარებლისთვის კომფორტული, ფუნქციური და გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი საცხოვრებელი გარემოს შექმნა.

შპს "პილარ ქონსთრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის (Procurement Manager) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კრწანისის I ჩიხი 2ბ

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-დან 18:00-მდე (1 საათი შესვენება)

ანაზღაურება: 4, 000 - 5, 000 ლარი (NET), კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო პროექტისთვის საჭირო მასალების, მოწყობილობებისა და მომსახურებების შესყიდვების პროცესის მართვა;

** ადგილობრივი და საერთაშორისო მომწოდებლების მოძიება, შერჩევა და შეფასება;

** კომერციული შეთავაზებების მიღება, შედარება და ანალიზი;

** მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება ფასების, ტექნიკური პირობებისა და მიწოდების ვადების შესახებ;

** შესყიდვების გეგმისა და მიწოდების ვადების კონტროლი პროექტის საჭიროებების შესაბამისად;

** შეკვეთების დროული მიწოდებისა და მომწოდებლების ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი;

** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა და აღრიცხვა;

** ბაზრის მუდმივი მონიტორინგი, ფასების ანალიზი და ოპტიმალური შესყიდვების უზრუნველყოფა;

** სხვადასხვა დეპარტამენტთან კოორდინაცია პროექტის საჭიროებების ეფექტურად დასაკმაყოფილებლად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;

** შესყიდვების მიმართულებით მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება (სამშენებლო სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);

** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;

** Microsoft Office-ის პროგრამების (Word, Excel) ცოდნა;

** სამშენებლო მასალებისა და მომწოდებლების ბაზრის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

უნარები:

** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;

** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;

** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;

** დროის ეფექტურად მართვის უნარი;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** შედეგსა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;

** გუნდური მუშაობისა და კოორდინაციის უნარი

რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "პილარ ქონსთრაქშენი" დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის სტანდარტების შესაბამისად, კანდიდატის შესაბამისობის შეფასებისა და დასაქმების პროცესის წარმართვის მიზნით. მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.

თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ თქვენ შესახებ დამუშავებული მონაცემების გაცნობა, გასწორება, განახლება, წაშლა ან დამუშავების შეზღუდვა. აღნიშნულისათვის შეგიძლიათ მოგვმართოთ ელფოსტაზე:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: და სათაურის ველში მიუთითოთ: "შესყიდვების მენეჯერი"

გისურვებთ წარმატებას!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
პილარ ქონსთრაქშენი
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone