ექიმის ასისტენტი
ვეძებთ ექიმის ასისტენტს - სტაბილური სამსახური, დროული ხელფასი + ჯანმრთელობის დაზღვევა.
"მოლეკულური მედიცინის კვლევითი ცენტრი პრაიმაქსი" აცხადებს ვაკანსიას ექიმის ასისტენტის პოზიციაზე, ნახევარ განაკვეთზე. თანამშრომლის აყვანა იგეგმება უახლოეს დღეებში.
თუ გაქვთ სამედიცინო ან ბიოლოგიური განათლება და გსურთ იმუშაოთ თანამედროვე, პროფესიონალურ გარემოში, სადაც თქვენს შრომას აფასებენ - ეს ადგილი თქვენთვისაა.
რას გთავაზობთ:
** ხელფასი: თვეში 1000 ₾, ნახევარ განაკვეთზე
** ჯანმრთელობის დაზღვევა - სრულად კომპანიის ხარჯით
** ოფიციალური გაფორმება პირველივე დღიდან
** გრაფიკი: ორშ-პარ, 10:00-15:00 - ფიქსირებული და სტაბილური
** მდებარეობა: მ. ჭიაურელის #9 (გაგუას კლინიკის მიმდებარედ)
** მეგობრული კოლექტივი
ძირითადი საქმე: დასკვნების მოწესრიგება, გამართვა და გაგზავნა; მოკლე ჰისტოპათოლოგიური რეპორტების ინგლისურად თარგმნა; მასალებისა და თანმხლები დოკუმენტაციის გამზადება გასაგზავნად.
ვის ვეძებთ: უმაღლესი სამედიცინო ან ბიოლოგიური განათლების მქონე, დეტალებზე ორიენტირებულ, შრომისმოყვარე, კომუნიკაბელურ და ფოკუსირებულ ადამიანს, რომელიც ფლობს ინგლისურს და ზუსტად მიჰყვება მითითებებს.
გამოსაცდელი პერიოდი: 6 თვე (ხელფასი იგივე რჩება).
ღიაა მხოლოდ 1 ადგილი და შევსებისთანავე ვაკანსია დაიხურება - თუ დაინტერესდით, ნუ გადადებთ!
გამოგზავნეთ CV: ·
დაგვირეკეთ:, სამუშაო დღეებში: 09:30 -18:30.
We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.
A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.