8154 live vacancies
← All vacancies

6W7VWWQW Posted 25 Aug 2 views

საუზმის მზარეული

Hotel Indigo Batumi Old Town external listing
Batumi Full-time Food / Restaurants
Negotiable Apply by

ქალაქ ბათუმში, ევროპის მოედანზე მდებარე ისტორიულ შენობაში განთავსებული სასტუმრო "Hotel Indigo Batumi Old Town", თავისი უნიკალური არქიტექტურით ასახავს ქალაქის კულტურულ მემკვიდრეობას. სასტუმროში წარმოდგენილია ბრენდული რესტორანი Brasserie 1900, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დატკბნენ ევროპული და თანამედროვე ქართული სამზარეულოთი.

Brasserie 1900 გთავაზობთ დახვეწილ, კომფორტულ და თანამედროვე გარემოს, სადაც თანაბრად იგრძნობა როგორც ისტორიის სიღრმე, ასევე მომსახურების თანამედროვე სტანდარტები. ამჟამად ვეძებთ პასუხისმგებლიან და პროფესიონალ საუზმის მზარეულს, რომელიც უზრუნველყოფს საუზმის უმაღლეს ხარისხს, გემოსა და ვიზუალურ სტანდარტებს საერთაშორისო ბრენდის მოთხოვნების შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები:

** საუზმის მენიუს კერძების (ცივი/ცხელი პოზიციები) მომზადება და სერვირება;

** საუზმის ხაზის მუდმივი კონტროლი და კერძების დროული განახლება;

** პროდუქტების ხარისხის, მარაგებისა და შენახვის ვადების მკაცრი კონტროლი;

** სამზარეულოში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და HACCP-ის სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მზარეულად მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება (სასტუმროს საუზმის ხაზზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);

** დილის საათებში სწრაფ, დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი;

** დისციპლინა, პუნქტუალურობა და გუნდური მუშაობის უნარი;

** პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად.

რას გთავაზობთ:

** კომფორტულ და თანამედროვე სამუშაო გარემოს;

** უფასო კვებას და უნიფორმას;

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას საერთაშორისო ქსელში.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე:. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
Hotel Indigo Batumi Old Town
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone