კორპორატიულ მომხმარებელთა მომსახურების მენეჯერი
გვიხარია, რომ დაინტერესდი ჩვენი ვაკანსიით!
ჩვენ შესახებ:
"სითიქომი" სამეზობლოს პირველი ქართული ციფრული სივრცეა, რომელიც 2017 წლიდან ზრუნავს, მეზობლობის სიმარტივესა და გამჭვირვალობაზე. ის წარმოადგენს ერთგვარ "ციფრულ ყულაბას", სადაც შესაძლებელია, თვალი ადევნო შენი სამეზობლოს შემოსავლებს და ხარჯებს, დაიქირაო სასურველი სერვისების პროვაიდერები, შეასრულო ავტომატური გადარიცხვები და თავი მოუყარო მეზობლებს ერთ სივრცეში.
პროფესიული განვითარების გარდა, "სითიქომში" დაგხვდება მეგობრული გარემო, არასამუშაო საათებში ბევრი საინტერესო აქტივობა და გართობა!
პოზიციის შესახებ:
ვეძებთ პროაქტიულ, მოტივირებულ, ორგანიზებულ და დეტალების მიმართ ყურადღებიან გუნდის წევრს, რომელიც ორიენტირებული იქნება კორპორატიულ მომხმარებელთა მხარდაჭერასა და პრობლემების გადაჭრაზე, პროდუქტის შეთავაზებასა და გაყიდვის პროცესის წარმართვაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებელთა პორტფელის ეფექტური მართვა და პორტფელში არსებული კორპორატიული მისამართების შენარჩუნება და განვითარება ** მომხმარებლის ადმინისტრაციული მხარდაჭერა და ონლაინ შეხვედრების გამართვა კორპუსის მენეჯერებთან (თავმჯდომარეებთან) ** მომხმარებლის პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება, ოპერატიული გადაწყვეტა და მომხმარებელთა შენარჩუნებაზე ზრუნვა ** ახალი მომხმარებლისთვის პრეზენტაციის ჩატარება (ონბორდინგი), ინსტრუქციების მიწოდება ** უკვე არსებულ კორპუსებთან გასვლითი ვიზიტები (თვეში მაქსიმუმ 3-4-ჯერ) ** პორტფელში არსებული მომხმარებლებისთვის დამატებითი პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება და გაყიდვა (upsell)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ** მომხმარებელთან პირისპირ, სატელეფონო და წერილობითი კომუნიკაციის გამოცდილება ** შიდა პროგრამაში მუშაობისა და ცვლილებების ასახვის გამოცდილება ** კორპორატიული გაყიდვების გამოცდილება ** გუნდში ეფექტურად მუშაობის უნარი, დეტალებზე ორიენტირებულობა და დინამიკურ გარემოში რამდენიმე პროცესის ერთდროულად მართვა
რას გთავაზობთ ჩვენ:
** სამუშაო დრო: 10:00-19:00, დასვენება შაბათი და კვირა ** ყოველკვარტლური დამატებითი Day Off ** ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე სისტემა (ჯამური ანაზღაურება 2000+) ** პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა ** ექსკლუზიური შეთავაზებები პარტნიორი კომპანიებისგან
რეზიუმეს ასატვირთად ეწვიეთ ბმულს.
გაცნობებთ, რომ სითიქომში შენი პერსონალური მონაცემების გადმოგზავნით ნებას გვრთავ, რომ შენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დავამუშაოთ, გავუზიაროთ მესამე პირ (ებ)საც და შევინახოთ ის კანონით განსაზღვრული ვადით. მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ დავადგინოთ შენი კანდიდატურის შესაბამისობა ჩვენ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე.
We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.
A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.