8848 live vacancies
← All vacancies

75ZE5J6T Posted 25 Aug 2 views

საცხოვრებელი კომპლექსის ადმინისტრატორი

ბენე კომფორტი external listing
Tbilisi Full-time Administration / Management
₾1500 / month Apply by

"ბენე კომფორტი" უძრავი ქონების მართვისა და მოვლა-პატრონობის ლიდერი პროვაიდერი კომპანია 2020 წლიდან სრულიად ახალ სტანდარტს ქმნის სამომხმარებლო ბაზარზე და უზრუნველყოფს პრემიუმ კლასის მომსახურებას, როგორც კომერციული ობიექტებისთვის ისე საცხოვრებელი კომპლექსებისთვის.

ბენე კომფორტის მრავალფეროვანი პორტფელი 60-ზე მეტ პარტნიორ ობიექტს აერთიანებს, მათ შორის: აპარტ-ოტელებს, საცხოვრებელ კომპლექსებს, კომერციულ სივრცეებს, სავაჭრო ცენტრებსა და სპორტულ ობიექტებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას საცხოვრებელი კომპლექსის ადმინისტრატორის პოზიციაზე ციხისძირში.

ფუნქცია მოვალეობები:

** კომპლექსის მობინადრეებთან კომუნიკაცია, მათ პრობლემებზე დროული რეაგირება;

** მენეჯმენტის დავალებების შესრულება;

** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება;

** სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია მომსახურების სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;

** სასურველია ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე (სასურველია რუსული ენის ცოდნა);

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;

** ორგანიზებულობა;

** გამართული კომუნიკაციის უნარი;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი ცვლებში, ყოველ მესამე დღეს 24 საათიანი ცვლა;

** ანაზღაურება 1500 ლარი;

** სამუშაო ადგილი: ციხისძირი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე, გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "საცხოვრებელი კომპლექსის ადმინისტრატორი ციხისძირში". კომპანია "ბენე კომფორტი"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ბენე კომფორტი" - ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ განაცხადზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ ყველა პუნქტს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
ბენე კომფორტი
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone