8847 live vacancies
← All vacancies

7SH9DZN8 Posted 25 Aug 2 views

მძღოლ-ექსპედიტორი

ჯეოსტარი external listing
Tbilisi Full-time Logistics / Drivers
₾1300 / month Apply by

სადისტრიბუციო კომპანია შპს "ჯეოსტარი" სამუშაოდ იწვევს ერთგულ, ენერგიულ, შრომისმოყვარე, კომუნიკაბელურ, აქტიურ, პასუხისმგებლობის მქონე პირებს, რომელთაც აქვთ სურვილი იმუშაონ სადისტრიბუციო კომპანიაში მძღოლ-ექსპედიტორის თანამდებობაზე თბილისში.

შპს "ჯეოსტარი" დაფუძნდა 1995 წელს და არის ერთ-ერთი წარმატებული სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც ბაზარზე წარმოდგენილია ისეთი ბრენდებით როგორებიც არიან: BIC, Papia, Avedov, Zlato, Bonduelle, Parex, Dalan და ა.შ

ადგილმდებარეობა: თბილისი, სამგორის ქ.36 ბ

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00 სთ)

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის განაწილება ობიექტებზე

** საჭირო დოკუმენტაციის წარმოება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)

დამატებითი უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

** შრომისმოყვარე

** ორგანიზებული

კომპანია გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;

** კორპორატიული ნომერი.

ანაზღაურება: 1300 ლარი

კომპანია დაინტერესებულ კანდიდატებს სთავაზობს კომფორტულ სამუშაო გარემოს და კარიერული ზრდის პერსპექტივას.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე:. აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

შპს "ჯეოსტარ"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები შპს " ჯეოსტარი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

შპს "ჯეოსტარი "კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
ჯეოსტარი
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone