8824 live vacancies
← All vacancies

8C62J3KM Posted 25 Aug 1 views

მარკეტინგის სპეციალისტი

ბიბლუსი external listing
Tbilisi Full-time Marketing / PR
Negotiable Apply by

წიგნების მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

ჩვენთან გელოდებათ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;

** კომფორტული სამუშაო გარემო;

** ჯანმრთელობის დაზღვევა;

** და რაც ყველაზე მთავარია ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვაში მონაწილეობა და იმპლემენტაცია (მათ შორის ონლაინ მარკეტინგული აქტივობები);

** მარკეტინგული მასალების მომზადებაში მონაწილეობა, მათი კონტროლი და მართვა, ქსელთან კომუნიკაცია;

** პარტნიორ ორგანიზაციებთან და სარეკლამო კომპანიებთან კომუნიკაცია, შემდგომი აქტივობების დაგეგმვის მიზნით;

** არსებული და ახალი პროექტების მარკეტინგული კომუნიკაციის განხორციელების პროცესში მონაწილეობის მიღება და მონიტორინგი;

** მომხმარებლის ქცევის და კონკურენტების/ბაზრის ანალიზი, ასევე სხვადასხვა კვლევის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა და რეპორტინგი;

** შესრულებული და დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობების/ სამუშაოების შესახებ რეპორტების მომზადება; ეფექტურობის შეფასება;

** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება;

ვაკანსიის სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;

** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;

** აუცილებელია მარკეტინგის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;

** მარკეტინგულ სააგენტოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;

** სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office);

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;

** დეტალებზე ორიენტირებული;

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30;

ადგილმდებარეობა: თბილისი, იოსებიძის 49;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: და subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (მარკეტინგის სპეციალისტი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
ბიბლუსი
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone