8847 live vacancies
← All vacancies

8PMNSJE1 Posted 25 Aug 5 views

ავტომობილების გაყიდვების მენეჯერი

Premium Leasing external listing
Tbilisi Full-time Sales
Negotiable Apply by

"პრემიუმ ლიზინგი"- საერთაშორისო ჯგუფში "4finance" შემავალი კომპანიაა, რომელიც წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ფიზიკურ პირებს სთავაზობს დაფინანსებას ავტომობილის შესაძენად ავტო ლიზინგის მეშვეობით, ასევე დაფინანსებას ავტომობილის უზრუნველყოფით - უკულიზინგით.

"პრემიუმ ლიზინგი"მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ კომპანიის ვებ-გვერდი: https://pl.ge/ka

პრემიუმ ლიზინგი აცხადებს ვაკანსიას ავტომობილების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ავტომობილების რეალიზაციისთვის სხვადასხვა არხების გამოყენება; პოტენციური მყიდველის მოძიება;

** მომხმარებლებთან მოლაპარაკების წარმოება და ავტომობილების რეალიზაციის უზრუნველყოფა;

** ავტომობილების რეალიზაციის შემდგომ, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

** კომპეტენციისამებრ, პერიოდული რეპორტინგი.

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (ყოველი გაყიდული ავტომობილიდან)

ჩვენ ვეძებთ თანამშრომელს:

** შედეგზე ორიენტირებულს, აქტიურს;

** დახვეწილი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარებით;

** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარით;

** ეფექტური გაყიდვების ტექნიკების ცოდნით და გამოცდილებით;

** ავტოინდუსტრიის სფეროში გაყიდვების გამოცდილება და ავტომობილების ცოდნა სავალდებულოა.

** სამუშაო ლოკაცია: თბილისი, დიღომი, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზ.3

სამუშაო გრაფიკი: სრული

დაინტერესების შემთხვევაში - გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე:

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 4 სექტემბერი.

გისურვებთ წარმატებას!

"პრემიუმ ლიზინგისთვის" ინფორმაციის მიწოდებით პირი ეთანხმება "პრემიუმ ლიზინგის" მიერ მის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და "პრემიუმ ლიზინგის" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის" შესაბამისად.

ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ "პრემიუმ ლიზინგში" ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა "პრემიუმ ლიზინგს" და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.

აღნიშნული უფლების რეალიზაციისათვის პირს შეუძლია მიმართოს "პრემიუმ ლიზინგს" ნომერზე:

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
Premium Leasing
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone