8847 live vacancies
← All vacancies

8Z4W9Y6S Posted 25 Aug 0 views

დოკუმენტბრუნვის ადმინისტრირების სპეციალისტი

სამშენებლო კომპანია ანაგი external listing
Tbilisi Full-time Administration / Management
Negotiable Apply by

სამშენებლო კომპანია "ანაგი" აცხადებს ვაკანსიას დოკუმენტბრუნვის ადმინისტრირების სპეციალისტის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სამშენებლო ობიექტი

სამუშაო გრაფიკი: სრული

ვაკანსიის რაოდენობა: 1

ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილების შესაბამისად

ძირითადი მოვალეობები:

** მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება და დადგენილი წესით გაფორმება საჭიროების შესაბამისად;

** დოკუმენტების დადგენილ ვადაში მათი შესრულებისა და გაფორმების მონიტორინგი;

** მიღებული და გაგზავნილი დოკუმენტაციის სრულყოფილი პროგრამული აღრიცხვა და უსაფრთხოდ დაარქივება;

** სამშენებლო ობიექტზე არსებული ყველა სახის პროექტისა და დოკუმენტაციის სრულყოფილად დაარქივება;

** ობიექტზე ყოველდღიური ანგარიშების წარმოება და დამკვეთთან გაგზავნა;

** დამკვეთთან წერილობითი ურთიერთობა, საჭირო ინფორმაციის მიწოდება კონტრაქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესაბამისად;

** ობიექტის თანამშრომლების გაფორმება, საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება და ელექტრონულად დაარქივება;

** სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვა დაკისრებული უფლებამოსილებების შესრულება, ასევე სამსახურის ხელმძღვანელის დავალებების შესრულება დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ნებისმიერ სფეროში/განიხილება სტუდენტიც;

** კანცელარიის, დოკუმენტბრუნვის, ხელშეკრულების ადმინისტრაციული მენეჯერის მიმართულებით სასურველია, სულ მცირე, 6-თვიანი სამუშაო გამოცდილება;

** მენეჯმენტის/ადმინისტრაციის/კანცელარიის მიმართულებით საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;

** სავალდებულოა ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა, სასურველია რუსული ენის ცოდნა;

** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Office, Microsoft Excel;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პრობლემების გადაჭრის უნარი;

** ორგანიზების უნარი;

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

** დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირება;

** სამუშაო დროის ეფექტურად მართვის უნარი;

** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე:. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (დოკუმენტბრუნვის ადმინისტრირების სპეციალისტი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს კანდიდატურას ვერ განვიხილავთ.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 20 სექტემბერი, 2026.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
სამშენებლო კომპანია ანაგი
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone