8149 live vacancies
← All vacancies

9BS2QKY9 Posted 25 Aug 2 views

მესაწყობე

ბემონი ინჟინერია და მშენებლობა external listing
Tbilisi Full-time Logistics / Drivers
Negotiable Apply by

შპს "ბემონი ინჟინერია და მშენებლობა" წარმოადგენს სამშენებლო კომპანიას, რომელიც სამშენებლო და საინჟინრო მიმართულებით ფუნქციონირებს, ფოკუსირებულია ენერგო-ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და აქვს ჯანსაღი ამბიცია ამ მიმართულებით დარგის ლიდერი გახდეს საქართველოში.

კომპანია აერთიანებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრებს, რომელთა ძალისხმევით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არაერთი წარმატებული პროექტი არის განხორციელებული.

კომპანია "ბემონი" აცხადებს ვაკანსიას მესაწყობის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი - კასპის მუნიციპალიტეტი, სოფ. კავთისხევი

ფუნქცია-მოვალეობები:

** სასაწყობე მეურნეობის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

** კომპანიის მიერ დამტკიცებული პროცედურების შესაბამისად საწყობის პერიოდული ინვენტარიზაციის ჩატარება;

** სასაწყობე საქმიანობისთვის საჭირო რესურსების (ინვენტარი, აღჭურვილობა და სხვა) საჭიროების განსაზღვრა;

** სასაწყობე მარაგების ნაშთების მუდმივი კონტროლი;

** მომარაგების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის დროული და სწორი წარმოება;

** საქონლის მიღება, შემოწმება, დახარისხება, დასაწყობება და გაცემა დადგენილი პროცედურებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად;

** საწყობში მიღებული და გაცემული საქონლის ელექტრონული აღრიცხვის წარმოება;

** დაზიანებული ან უვარგისი საქონლის იდენტიფიცირება და მისი ჩამოწერის პროცესში მონაწილეობა კომპანიის პროცედურების შესაბამისად;

** ყოველი თვის ბოლოს საწყობიდან გახარჯული მასალების ჩამოწერის უზრუნველყოფა ტექნიკურ განყოფილებასთან შეთანხმებით;

** მიღებული სასაქონლო ზედნადებების შემოწმება და დადასტურება;

** შიდა გადაზიდვების რეგისტრაცია შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პორტალზე (rs.ge);

** სასაწყობე ტერიტორიის სისუფთავისა და მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა;

** სასაწყობე ტერიტორიაზე შრომის უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და ხარისხის მოთხოვნების (დასაწყობების მიმართულებით) დაცვა;

** კომპეტენციის ფარგლებში სხვა სასაწყობე და ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ჩაითვლება უპირატესობად;

** სასაწყობე მეურნეობის მართვის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;

** სამშენებლო ან ენერგეტიკულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

** სასაწყობე მეურნეობის მართვის პრინციპების ცოდნა;

** ინვენტარიზაციის პროცესის ცოდნა;

** სასაქონლო ზედნადებებთან მუშაობის გამოცდილება;

** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Word, MS Outlook);

პირადი უნარ-ჩვენები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** პატიოსნება და კეთილსინდისიერება;

** მაღალი თვითორგანიზების უნარი;

** დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;

** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;

** ანალიტიკური აზროვნება;

** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე. გთხოვთ მეილის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
ბემონი ინჟინერია და მშენებლობა
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone