8154 live vacancies
← All vacancies

9JJCZ4CN Posted 25 Aug 2 views

ინ ვიტრო განაყოფიერების ექთანი

ლიდერმედი external listing
Tbilisi Full-time Medicine / Pharmacy
Negotiable Apply by

შპს "ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრი" კლინიკა - "ლიდერმედი" აცხადებს ინ ვიტრო განაყოფიერების ექთნის ვაკანსიას.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ბოხუას 21

სამუშო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე 09:30-17:30, შაბათს ნახევარი დღე - 09:30 -15:30

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა კლინიკაში დადგენილი სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად;

** პროცედურასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება

** ექიმების მიერ დანიშნული მანიპულაციების ზუსტი შესრულება;

** მისთვის განკუთვნილი დოკუმენტაციის სწორი და დროული წარმოება;

** ასეპტიკა ანტისეპტიკის წესების დაცვა;

** სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საექთნო საქმიანობის დამადასტურებელი დიპლომი;

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

** კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;

** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

** პაციენტზე ორიენტირებულობა;

** დისციპლინის, წესებისა და პროცედურების დაცვა;

** გუნდის საერთო მიზნებზე ორიენტირებულობა;

** ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 12 სექტემბერი 2026 წ.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) შემდეგ ელ. ფოსტაზე:

"კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრი" (სასაქონლო ნიშანი: ლიდერმედი) ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის 8 თვის ვადით სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 8 (რვა) თვით. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრმა" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:

თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლება.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა და წამოჭრილი პრობლემის ეფექტურად გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მიმართოს შპს "ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრი"-ს (ლიდერმედი) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს: და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე მიიღოს შესაბამისი კონსულტაცია.

შპს "ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრი" კანდიდატების შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, შესაბამისად კანდიდატთა შერჩევის პროცესი თანხვედრაშია დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებთან. დაუშვებელია პირთა მიმართ ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით დისკრიმინაცია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას. იმ შემთხვევაში, თუ დისკრიმინაციასთან დაკავშირებით გაქვთ ვარაუდი/ეჭვი ან აღქმა მოგვმართეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: ".

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
ლიდერმედი
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone