IELTS/TOEFL-ის პედაგოგი
განათლების ცენტრი "LEAF" აცხადებს ვაკანსიას IELTS/TOEFL-ის პედაგოგის პოზიციაზე.
LEAF არის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე განათლების ცენტრი, რომელიც მოსწავლეებსა და სტუდენტებს ეხმარება საზღვარგარეთ სწავლისთვის მომზადებაში, საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდების ჩაბარებასა და უნივერსიტეტებში წარმატებით ჩარიცხვაში.
ვეძებთ გამოცდილ, პასუხისმგებლიან და შედეგზე ორიენტირებულ პედაგოგს, რომელიც ჩვენს მოსწავლეებს IELTS და/ან TOEFL გამოცდებისთვის მოამზადებს.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** IELTS და/ან TOEFL გამოცდებისთვის ჯგუფური გაკვეთილების ჩატარება ონლაინ;
** შესაბამისი სასწავლო გეგმის შემუშავება;
** Reading, Listening, Writing და Speaking უნარებზე მუშაობა;
** მოსწავლეების საჭიროებებისა და სამიზნე ქულის შესაბამისად სასწავლო პროცესის დაგეგმვა;
** საცდელი გამოცდების ჩატარება და შედეგების შეფასება;
** დეტალური უკუკავშირი მოსწავლეებისთვის/მშობლებისთვის
** მოსწავლეების პროგრესის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში სასწავლო გეგმის კორექტირება;
** სასწავლო მასალების შერჩევა და მომზადება;
** ცენტრის ადმინისტრაციასთან მოსწავლეების პროგრესისა და სასწავლო პროცესის შესახებ კომუნიკაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა — მინიმუმ C1;
** ინგლისური ენის სწავლების გამოცდილება;
** IELTS და/ან TOEFL-ისთვის მოსწავლეების მომზადების გამოცდილება;
** გამოცდის ფორმატის, შეფასების კრიტერიუმებისა და ეფექტური მოსამზადებელი მეთოდების კარგი ცოდნა;
** ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი.
** Google-ის სამუშაო პლატფორმებისა და ინსტრუმენტების ეფექტურად გამოყენების უნარი;
უპირატესობად ჩაითვლება:
** IELTS/TOEFL-ის მაღალი პირადი შედეგი;
** საერთაშორისო ან ადგილობრივი Teaching Certificate / TESOL / TEFL / CELTA ან შესაბამისი კვალიფიკაცია;
** IELTS/TOEFL-ის მომზადების კურსებზე მუშაობის გამოცდილება;
** როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური სწავლების გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა;
** მოსწავლეზე და შედეგზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;
** ინდივიდუალური მიდგომის უნარი;
** გუნდური მუშაობის სურვილი.
განაცხადის გამოგზავნა
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე:. Subject-ში მიუთითეთ: IELTS / TOEFL Teacher
შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით გასაუბრებისთვის.
We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.
A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.