8848 live vacancies
← All vacancies

AD4NH0ND Posted 25 Aug 2 views

სერვისის მენეჯერი

აბანოთუბანი გრუფი external listing
Tbilisi Full-time Administration / Management
₾1500–2000 / month Apply by

"აბანოთუბანი ჯგუფი" წარმოადგენს მზარდ კომპანიას სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ტრადიციებისა და კულტურის პოპულარიზაციას თბილისის ისტორიულ, ტურისტულად აქტიურ უბანში და ემსახურება სტუმრებისთვის განსაკუთრებული გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შექმნას.

"აბანოთუბანი ჯგუფში" ჩვენ ვეძებთ აქტიურ, მოტივირებულ, პასუხისმგებლობიან და ორგანიზებულ კანდიდატებს სერვის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, აბანოთუბანი

სამუშაო გრაფიკი: 7-საათიანი სამუშაო დღე, დასვენება 1 დღე

სამუშაოს ანაზღაურება: 1500₾-2000₾ (დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე)

ფუნქცია-მოვალეობები:

** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, დავალებების გონივრულად გადანაწილება და შესრულების ხარისხის კონტროლი;

** თანამშრომლებისთვის სათანადო მითითებების მიწოდება და მათი ინსტრუქტაჟი მომსახურების გაუმჯობესების მიზნით;

** მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა;

** ონლაინ ჯავშნების კონტროლი;

** რეცეფციის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;

** სამუშაო გრაფიკების შექმნა და თანამშრომლების დასწრების კონტროლი;

** ხელმძღვანელის მითითებების შესრულება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;

** პრობლემურ სიტუაციებში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტის უნარი;

** გუნდური მუშაობის უნარი;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** სასურველია უმაღლესი განათლება, მომსახურების სფეროში გამოცდილება ან მომსახურების სტანდარტების ცოდნა.

ჩვენთან დაგხვდებათ:

** მზარდი ანაზღაურება;

** სამედიცინო დაზღვევა;

** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;

** შიდა როტაციისა და დაწინაურების პერსპექტივა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) მეილზე: და სათაურში (Subject) მიუთითოთ თქვენთვის საინტერესო ვაკანსიის დასახელება.

ჩვენ ვამუშავებთ რეზიუმეში მითითებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის, შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვინახავთ ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში.

თუ თქვენ თანახმა ხართ, თქვენი რეზიუმე განვიხილოთ სამომავლო ვაკანტურ თანამდებობებთან მიმართებით, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ მოგვწეროთ ელ. ფოსტაზე:, რეზიუმეს გამოგზავნისას მიუთითეთ: "თანახმა ვარ".

ამასთან, გაცნობებთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს კომპანიისთვის წერილობითი (მათ შორის ელექტრონული) მიმართვის გზით გამოიხმოთ თქვენი თანხმობა.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
აბანოთუბანი გრუფი
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone