8893 live vacancies
← All vacancies

CJE9FT76 Posted 25 Aug 2 views

საწარმოო პროცესების ხარისხის კონტროლის სპეციალისტი

შარავანდი external listing
Tbilisi Full-time Administration / Management
₾1200 / month Apply by

შპს "შარავანდი" არის პოლიგრაფიული კომპანია (სტამბა), რომელიც 25 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს პოლიგრაფიული მომსახურების სრულ სპექტრს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას საწარმოო პროცესების ხარისხის კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ნაბეჭდი პროდუქციის (ეტიკეტის კოლოფების) ხარისხობრივი კონტროლი დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;

** ფერების შესაბამისობის, ბეჭდვის სიზუსტისა და ვიზუალური პარამეტრების შემოწმება;

** აღმოჩენილი ხარვეზების იდენტიფიცირება და შესაბამისი პასუხისმგებელი პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება.

ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადის პერიოდში გათვალისწინებულია 1 200 ლარი (ხელზე ასაღები თანხა). გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემდგომ ეტაპობრივი ზრდა 1 600 ლარამდე (კვალიფიკაციის და პროფესიული განვითარების შესაბამისად).

სამუშაო გრაფიკი: დღეგამოშვებით, თვეში 15 დღე - 08:30-20:30 (შესვენება 1 საათი).

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი N 108

ბენეფიტები:

** Fitpass (ფიტპასი);

** უფასო კვება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება არ არის აუცილებელი (ტრენინგი უზრუნველყოფილია ადგილზე);

** უმაღლესი განათლება;

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;

** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ხარისხის კონტროლის სპეციალისტი".

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
შარავანდი
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone