8824 live vacancies
← All vacancies

DBTS3G6D Posted 25 Aug 5 views

რეგიონალური მძღოლი

T&R Distribution external listing
Tbilisi Full-time Logistics / Drivers
₾1965 / month Apply by

"თიენდარი" საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს. თიენდარი საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდს BAT (British American Tobacco).

20 წლიანი ისტორია, საქართველოს მასშტაბით 200-მდე თანამშრომელი, ერთგული პარტნიორები და მრავალფეროვანი ბრენდები FMCG (Non-Food) კატეგორიაში.

ჩვენთან თანამშრომლობა ნიშნავს სტაბილურობასა და ხარისხს, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს: https://www.trd.ge/ ან მოგვწერეთ ელფოსტაზე:

"T&R DISTRIBUTION" (British American Tobacco (BAT)-ს ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში) აცხადებს ვაკანსიას რეგიონალური მძღოლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მგზავრობისას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებისა და ტვირთის მთლიანობის მკაცრი დაცვა;

** რეგიონალური გრაფიკისა და მიწოდების ვადების ზუსტი დაცვა;

** ტვირთის მიღება-ჩაბარების, ზედნადებებთან მუშაობისა და მარშრუტის ოპტიმალური დაგეგმვის ცოდნა;

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** B, C კატეგორიის  მართვის მოწმობა;

** მინიმუმ 2-3 წლიანი უწყვეტი გამოცდილება შესაბამისი კატეგორიის ავტომობილზე, მათ შორის საქართველოს რეგიონალურ მარშრუტებზე მოძრაობის პრაქტიკა;

** ავტომობილის საბაზისო ტექნიკური გამართულობის შემოწმებისა უნარი;

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 10:00 სთ-18 სთ;

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რ. აბრამიშვილის ქ. 2

** პერიოდული მივლინებები (ანაზღაურებულია დღიური სამივლინებო და სასტუმროს ხარჯები): თელავი, ხაშური, ქუთაისი, ბათუმი, სენაკი;

** ანაზღაურება (ფიქსირებული) 1965 ლარი

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა,

** კომუნიკაბელური,

** სტაბილური,

** პუნქტუალური,

** სტრესულ სიტუაციებსა და ინტენსიურ გრაფიკში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, მისამართზე:. გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

CV/რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნებისთვის.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
T&R Distribution
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone