ხარჯთაღმრიცხველი
"ბიოგრაფი ლივინგ" აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებისთვის ხარჯთაღრიცხვების მომზადება და გაანგარიშება; ** საპროექტო დოკუმენტაციის, სამუშაოების მოცულობებისა და BOQ-ის საფუძველზე სამუშაოების ღირებულებების განსაზღვრა; ** სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე BOQ-ის (საბოლოო ან სამუშაო ვერსიის) მოთხოვნა, შესწავლა და შესაბამისობის შემოწმება; ** BOQ-ის შესწავლის შედეგად გამოვლენილი ხარვეზების იდენტიფიცირება და შესაბამისი დასკვნის მომზადება; ** BOQ-ში ან მიმდინარე მიღება-ჩაბარების აქტებში გამოვლენილი ხარვეზების გასწორების მოთხოვნა შესაბამისი სამსახურისგან; ** ხარჯთაღრიცხვებში გამოყენებული ფასების ანალიზი და მათი წინასწარ განსაზღვრულ სტანდარტულ ფასებთან შესაბამისობის შემოწმება; ** არასტანდარტული ფასების საბაზრო ფასებთან შედარება და შესაბამისი ანალიზის მომზადება; ** ხშირად გამოყენებული მიმდინარე ფასების მონაცემთა ბაზის/რეესტრის წარმოება, ფასების გენერირება და უშუალო ხელმძღვანელისთვის სტანდარტიზაციის მიზნით მიწოდება; ** საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილებების განხორციელებისას ცვლილებებით გამოწვეული სამუშაოების მოცულობებისა და ხარჯების ცვლილების დათვლა; ** დამტკიცებული ცვლილებების შესაბამისად ხარჯთაღრიცხვებისა და ბიუჯეტების განახლება; ** მშენებლობის პროცესში თითოეული ობიექტის მიმდინარე სამშენებლო-სარემონტო ხარჯების საბიუჯეტო ხარჯებთან შედარება; ** ფაქტობრივ და დაგეგმილ ხარჯებს შორის სხვაობების გამოვლენა და გადახრების მიზეზების ანალიზი; ** პროექტის ფინანსურ სურათში ცვლილებებისა და მნიშვნელოვანი გადახრების შესახებ უშუალო ხელმძღვანელისა და პროექტში ჩართული შესაბამისი სამსახურების დროული ინფორმირება; ** პროექტების მართვის დეპარტამენტის მიერ დადასტურებული მიღება-ჩაბარების აქტების ფინანსური რევიზიის განხორციელება; ** შესრულებული სამუშაოების მოცულობების, ღირებულებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის გადამოწმება; ** კონტრაქტორების მიერ წარმოდგენილი ხარჯების, ფასებისა და შესრულებული სამუშაოების შესაბამისობის კონტროლი; ** პროექტების ხარჯების შესახებ საჭირო ანგარიშების, ანალიზებისა და რეკომენდაციების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო, არქიტექტურის ან ტექნიკური მიმართულებით; ** სასურველია სამშენებლო ხარჯთაღრიცხვასთან, პროექტების მართვასთან ან ფინანსურ ანალიზთან დაკავშირებული დამატებითი განათლება/სერტიფიცირება; ** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა; ** MS Project-ის ცოდნა; ** ArchiCad-ისა და AutoCad-ის პროგრამების ცოდნა; ** BIM-ის პროგრამებისა და პრინციპების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** სამშენებლო პროექტებისა და ნახაზების გარჩევის უნარი; ** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა. ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვა; ** პრიორიტეტების განსაზღვრა და მიზნების დათქმულ ვადებში შესრულება; ** კომუნიკაციის უნარი და გუნდური მუშაობა.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
https://hel-ai.com/apply/TbGRYGz
We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.
A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.