8847 live vacancies
← All vacancies

DRY7NYZY Posted 25 Aug 2 views

საწყობის სპეციალისტი

ორბი ჯგუფი external listing
Tbilisi Full-time Logistics / Drivers
₾2000 / month Apply by

შპს "ორბი ჯგუფი თბილისი" აფართოებს სასაწყობო გუნდს და ეძებს საწყობის სპეციალისტს, რომელიც უშუალოდ ჩაერთვება ცენტრალური და საობიექტო საწყობების, ასევე სამშენებლო ობიექტების ინვენტარიზაციისა და მარაგების აღრიცხვის პროცესებში. თანამდებობა ექვემდებარება სასაწყობო ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურის უფროსის ასისტენტს.

ლოკაცია: თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, 09:00-18:00

ანაზღაურება: 2000 ₾ (NET)

ძირითადი მოვალეობები

** ცენტრალური და ობიექტის საწყობის ინვენტარიზაცია;

** სამშენებლო ობიექტის ინვენტარიზაცია;

** მარაგების ვადების აღრიცხვა და მონიტორინგი;

** ინვენტარიზაციის პერიოდულობის დაგეგმვა მიმართულების ხელმძღვანელთან ერთად და ვადების კონტროლი;

** არაგეგმური ინვენტარიზაციების ჩატარება საჭიროებისამებრ;

** 1C პროგრამასთან მუშაობა ინვენტარიზაციისთვის საჭირო მონაცემების მისაღებად;

** მონაცემების დამუშავება Excel-ში;

** შინაგანაწესის, შრომისა და ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** მარაგებთან მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება (საწყობი, მარკეტი, მშენებლობა);

** მარაგების აღრიცხვის პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება (1C პროგრამის ცოდნა სასურველია);

** Excel-ის ცოდნა საწყის დონეზე;

** დეტალებზე ორიენტირებულობა, პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;

** გუნდური მუშაობის უნარი.

კომპანია გთავაზობთ:

** პროფესიულ გუნდში ჩართვისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;

** მუშაობას სტრუქტურირებულ და ორგანიზებულ სამუშაო გარემოში;

** Fitpass-ის კორპორაციულ აბონემენტს.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV:.

გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ: "საწყობის სპეციალისტი".

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
ორბი ჯგუფი
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone