8824 live vacancies
← All vacancies

EPK6SHR8 Posted 25 Aug 1 views

ექთანი

პრემიუმ მედსერვისი external listing
Tbilisi Full-time Medicine / Pharmacy
₾1000 / month Apply by

შპს "პრემიუმ მედსერვისი" აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიის პრეანალიზურ მიმართულებაში ექთნის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ჭავჭავაძის გამზ.33ბ;

სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით;

ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები); პლუს ბონუსები

ძირითადი ფუნქციები:

** ამბულატორიული პაციენტების სისხლის აღება (ფლებოტომია) დადგენილი პროცედურის მიხედვით;

** კლინიკებიდან თუ ამბულატორიული შეკვეთებიდან შესაბამისი საკვლევი მასალების ადეკვატურობის შეფასება, საკვლევი მასალების დამარკირება, პრეანალიზური დამუშავება და შემდგომი განაწილება ლაბორატორიის შესაბამის მიმართულებებში;

** მასალების ტრანსპორტირების პირობების უზრუნველყოფა (სატრანსპორტო ჩანთის მომზადება "ცივი ჯაჭვის" მოთხოვნების შესაბამისად) და პერიოდული კონტროლი;

** ჰოსპიტალური (HIS) და ლაბორატორიული საინფორმაციო სისტემების (LIS) ინტეგრაციის მოდულის მართვა;

** საქმესთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: საშუალო პროფესიული განათლება (მედდა/ფერშალ-ლაბორანტი);

** სამუშაო გამოცდილება: სასურველია ლაბორატორიაში მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება.

ცოდნა და უნარები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;

** დეტალებზე ორიენტირებული;

** დროის მენეჯმენტი;

** სისხარტე, ოპერატიულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე:.. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომლითაც დაინტერესებული ხართ.

საკონტაქტო

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
პრემიუმ მედსერვისი
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone