8847 live vacancies
← All vacancies

ET0HM7P8 Posted 25 Aug 4 views

მოლეკულური ბიოლოგი

გენომიქსი external listing
Tbilisi Full-time Medicine / Pharmacy
Negotiable Apply by

მაღალტექნოლოგიური ბიოსამედიცინო კვლევისა და გენური დიაგნოსტიკის ცენტრი შპს "გენომიქსი" აცხადებს ვაკანსიას მოლეკულური ბიოლოგის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

მოლეკულური ბიოლოგია:

** დნმ-ის და რნმ-ის ექსტრაქცია, გაწმენდა და რაოდენობრივი განსაზღვრა;

** პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) და მისი ვარიაციების - qPCR, RT-PCR პრაქტიკული გამოყენება, ელექტროფორეზი, ახალი თაობის მასტერმიქსების, ფერმენტების, აპარატურის და რეაქციის პროფილების შერჩევა. მულტიფლექსური ტესტები;

** ნუკლეინის მჟავების ანალიზი;

** დნმ-ის მანიპულაციების და ახალი თაობის სეკვენირების (NGS) პრინციპების ცოდნა;

** პლატფორმები - Illumina, PacBio, etc.;

** თანამედროვე მოლეკულურ ანალიტიკურ კიტებზე მუშაობის გამოცდილება - ძირითადი მწარმოებლები და მათი პროდუქტების სპეციფიკურობა software-ების ჩათვლით;

** შემადგენელი კომპონენტების მნიშვნელობის ცოდნა და პრაქტიკული გამოყენება, troubleshooting-ი, შედეგების ინტერპრეტაცია.

აუცილებელი ლაბორატორიული უნარები:

** მონაცემების ზედმიწევნით აღრიცხვა და დეტალებისადმი ყურადღება;

** კვლევა მოითხოვს სიზუსტესა და რეპროდუქციულობას;

** სტერილური სამუშაო გარემოს შექმნა და შენარჩუნება;

** ლაბორატორიული აღჭურვილობის გამოყენების პრაქტიკული გამოცდილება - ცენტრიფუგები, მიკროსკოპები, პიპეტები;

** ლაბორატორიული უსაფრთხოების პროტოკოლებისა და ბიოლოგიური მასალებისა და ქიმიკატების დამუშავება;

** ექსპერიმენტების დიაგნოსტიკისა და პოტენციური პრობლემების იდენტიფიცირების უნარი.

ანალიტიკური და პიროვნული უნარები:

** კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარები მონაცემების ანალიზისა და შედეგების ინტერპრეტაციისთვის;

** ზოგადი ხელმძღვანელობით დამოუკიდებლად ექსპერიმენტების დაგეგმვისა და ჩატარების უნარ;.

** მონაცემთა ანალიზის ძლიერი უნარები შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით (მაგ., Excel, GraphPad Prism, R, Python).

** სტატისტიკური ანალიზის ცოდნა;

** კომუნიკაციის უნარები - წერილობითი, ვერბალური, შედეგების დოკუმენტირებისა და წარდგენისთვის;

** გუნდში ეფექტურად მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 17:30 საათამდე.

ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციის შესაბამისად.

სამუშაო ლოკაცია: თბილისი, ცინცაძის ქ.#15

გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელფოსტაზე:.

ვაკანსიაზე აპლიკაციის წარდგენით თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შპს გენომიქსი-ს მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.თქვენს მიერ წარმოდგენილი მონაცემები დამუშავდება მხოლოდ იმ მიზნით, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა შესაბამის ვაკანსიაზე დასაქმების მიზნით.

თქვენს მონაცემებს შევინახავთ უსაფრთხოდ შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომების დაცვით 6 თვის განმავლობაში იმ შემთხვევისთვის, თუ მომავალში გაჩნდება შესაფერისი პოზიცია და განვიხილავთ თქვენს დასაქმებას. შენახვის ვადის გასვლის შემდეგ ისინი სრულად განადგურდება/წაიშლება.

თქვენ გაქვთ უფლება:

მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ;

მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება ან წაშლა;

გამოიხმოთ თანხმობა მონაცემების დამუშავებაზე ნებისმიერ დროს, რის შემდეგაც მონაცემები წაიშლება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ისარგებლოთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათალისწინებული სხვა უფლებებით.

თქვენი უფლებებით სარგებლობისთვის ან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების/დაცვის საკითხებზე გთხოვთ გამოგვიგზვანეთ შეტყობინება ელ. ფოსტაზე: ან წარმოადგინეთ განცხადება ოფისში (მის.: თბილისი, ცინცაძის ქ. #15.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
გენომიქსი
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone