მოლარე-ოპერატორის დამხმარე
"ოიში სუში" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის დამხმარის პოზიციაზე!
ჩვენ ვართ სწრაფად მზარდი იაპონური რესტორნების ქსელი, რომლის მთავარი მიზანია ქართულ ბაზარზე ჯანსაღი, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი იაპონური კერძების დამკვიდრება.
თუ გსურს გახდე გუნდის წევრი, რომელიც ქმნის ნამდვილი გემოს და მაღალი სტანდარტის მომსახურების კულტურას — სწორედ შენ გეძებთ!
ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: ნახევარი განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: 9 საათიანი ცვლა (8 საათი სამუშაო, 1 საათი შესვენება) / 17:00-02:00; კვირაში მხოლოდ 3 დღე - პარასკევი, შაბათი და კვირა
ანაზღაურება: ცვლაში 50 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** შეკვეთების შეფუთვა და მათი სწორად გადაცემა შესაბამის პირებზე
** შემომავალი ზარების მიღება და შეკვეთებთან დაკავშირებული კითხვების დამუშავება;
** შიდა პლატფორმიდან შემოსული შეკვეთების დამუშავება და საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთან გადარეკვა;
** ოპერატორის შესვენების პერიოდში სალარო ოპერაციების დამოუკიდებლად მართვა;
ვის ვეძებთ:
ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და პასუხისმგებლობის მქონე კანდიდატს:
** ოპერატორის ან მსგავს პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სალაროს მართვის უნარი — სასურველია (ან სწრაფად შესწავლის მზაობა);
** Microsoft Excel-ის საბაზისო ცოდნა — უპირატესობა;
** პასუხისმგებლობიანი, მოწესრიგებული და ყურადღებიანი თანამშრომელი;
** კომუნიკაბელური გუნდის მოთამაშე, რომელსაც შეუძლია მრავალ დავალებაზე ერთდროული მუშაობა;
** განვიხილავთ სტუდენტებსაც, განსაკუთრებით მათ, ვისაც Microsoft Office-ში კარგი უნარები აქვს.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** ღამის ცვლის შემდეგ უზრუნველყოფილია ტაქსით ტრანსპორტირება;
** სამუშაო გრაფიკი ცვლებში, განრიგი დება 1 კვირით ადრე;
** მეგობრული და გუნდური სამუშაო გარემო;
** სუშის მიმართულებით ტრენინგი და შესწავლის შესაძლებლობა;
** კარიერული ზრდის პერსპექტივა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე:.
სათაურის ველში მიუთითეთ "ოპერატორის დამხმარე".
გისურვებთ წარმატებას!
We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.
A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.