8824 live vacancies
← All vacancies

HMECT0N4 Posted 25 Aug 5 views

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

სეიფთი ჰაბი external listing
Tbilisi Full-time Administration / Management
Negotiable Apply by

შპს "სეიფთი ჰაბი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე

კომპანიის შესახებ:

შპს "სეიფთი ჰაბი" სპეციალიზირებულია პერსონალური დაცვის აღჭურვილობის (PPE), სპეც. ფეხსაცმლის და ტანსაცმლის იმპორტისა და დისტრიბუციის სფეროში. ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს წამყვან მწარმოებლებთან და ვაწვდით მაღალი ხარისხის პროდუქციას როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორს. ჩვენი გუნდი ორიენტირებულია ხარისხზე, პასუხისმგებლობასა და გრძელვადიან თანამშრომლობაზე. ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ მომხმარებელი უსაფრთხოების სტანდარტებთან სრულად შესაბამისი პროდუქციით.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ა. ბელიაშვილი #43

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00
ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების გეგმის (თვიური, კვარტალური, წლიური) შესრულების უზრუნველყოფა;

** ახალი კლიენტების მოძიება და არსებული კლიენტების შენარჩუნება/გაღრმავება;

** ფასწარმოქმნის სტრატეგიის დაცვა და მოგების მარჟის შენარჩუნება;

** რეგიონული ბაზრების ათვისება გაყიდვების გაფართოების მიზნით;

** კომერციული შეთავაზებების მომზადება და წარდგენა;

** დამკვეთებთან მოლაპარაკებების წარმოება პირობებზე;

** გაყიდვების და პორტფელის ანალიტიკის წარმოება და ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტების მომზადება მენეჯმენტისთვის;

** დებიტორული დავალიანებების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში მართვაში ჩართვა;

** კონკურენტების ანალიზი და ბაზრის ტენდენციების შესწავლა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება, B2B გაყიდვების მიმართულებით;

** MS Office პროგრამების ცოდნა;

** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია);

** ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;

** ეფექტური პრეზენტაციის და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;

** დროის მართვა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური უნარები;

** მართვის მოწმობა B კატეგორია (აუცილებელია).

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;

** მეგობრულ გარემოს;

** ტრენინგებს და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ მისამართზე: 
გთხოვთ, თემის ველში მიუთითოთ "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებას!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
სეიფთი ჰაბი
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone