8847 live vacancies
← All vacancies

HP5T4XNY Posted 25 Aug 5 views

რეგისტრატორი

კონსილიუმ მედულა external listing
Tbilisi Full-time Administration / Management
₾1125 / month Apply by

"კონსილიუმ მედულა" 2003 წელს დაარსებული მრავალპროფილური კლინიკაა. კლინიკაში მომხმარებელს შეუძლია უმაღლესი ხარისხის დიაგნოსტიკური, ამბულატორიული, ქირურგიული და ონკოლოგიური მომსახურების მიღება. "კონსილიუმ მედულა" ორიენტირებულია პაციენტთა მკურნალობის და მოვლის სტანდარტის ამაღლებაზე, პროფესიული ცოდნის გავრცელებასა და მკურნალობის ინოვაციური მეთოდების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე.

"კონსილიუმ მედულა" ეძებს გუნდის ახალ წევრს რეგისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, პოლიტკოვსკაიას 6გ

განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00

ანაზღაურება: 1125 ლარი (დარიცხული)

ფუნქცია-მოვალეობები:

** კლინიკის მომსახურების სტანდარტების შესაბამისად, შემოსული პაციენტებისა და ვიზიტორების მიღება;

** პაციენტების სამედიცინო დოკუმენტაციის რეგისტრაცია პროგრამაში და შეყვანილი ინფორმაციის სიზუსტის უზრუნველყოფა;

** ჯანდაცვის პორტალზე მუშაობა, კერძოდ:

** საგარანტიოების გააქტიურება;

** შესაბამისი ინფორმაციის პორტალზე ატვირთვა.

** დარეგისტრირებული ან/და დაურეგისტრირებელი პაციენტის შესაბამის ექიმებთან ჩაწერის უზრუნველყოფა:

** რეგისტრაციისას ჩაუწერელი/დაურეგისტრირებელი პაციენტისთვის ექიმის თავისუფალი დროის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და დაკვალიანება;

** ჩაწერილი/დარეგისტრირებული პაციენტისთვის რელევანტურ დროს გადამისამართება.

** ფინანსური ანგარიშების წარმოება სალარო აპარატის და ტერმინალის მეშვეობით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;

** სასურველია სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება;

** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;

** სასურველია პროგრამა Accuracy Med-ში მუშაობის გამოცდილება.

ჩვენთან დაგხვდებათ:

** კომფორტული და პოზიტიური სამუშაო გარემო.

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.

** ხელმძღვანელისა და გუნდის წევრების მხარდაჭერა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: 2026 წლის 11 სექტემბრამდე. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "რეგისტრატორი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"კონსილიუმ მედულა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

შპს "მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
კონსილიუმ მედულა
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone