8824 live vacancies
← All vacancies

HZCB49M4 Posted 25 Aug 2 views

ბუღალტერი

ალგი აუდიტი external listing
Tbilisi Full-time Finance / Accounting
Negotiable Apply by

აუდიტორული კომპანია "ალგი აუდიტი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე.

"ალგი აუდიტი" მრავალი წელია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და პროფესიულ მხარდაჭერას უწევს სხვადასხვა ბიზნეს სექტორში წარმოდგენილი კომპანიებს. კომპანია აქტიურად ეხმარება კლიენტებს ბიზნესის ეფექტიან და წარმატებულ მართვაში.

სამუშაო პირობები:

პოზიცია: ბუღალტერი

მდებარეობა: ქ. თბილისი. კლიენტი კომპანიის ოფისი. (კრწანისი)
სამუშაო გრაფიკი: სრული

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე
ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტი კომპანიისთვის ბუღალტრული აღრიცხვის წარმართვის უზრუნველყოფა მოქმედი სტანდარტების და კანონმდებლობის შესაბამისად;

** კომპანიების ფინანსური ანგარიშგებების შედგენაში მონაწილეობის მიღება;

** უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან სხვა პროფესიული დავალებების შესრულება და რეპორტინგი;

** სხვა მოვალეობების შესრულება, რომლებიც გამომდინარეობს კომპანიის საქმიანობიდან.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკურ ან ფინანსურ სფეროში;

** მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;

** ACCA-ის სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად;

** საგადასახადო კოდექსის ცოდნა;

** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა (IFRS);

** ბუღალტრული პროგრამების და MS Office პროგრამების ცოდნა;

** ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონისა

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;

** ACCA-ს სასწავლო პროგრამის თანადაფინანსებას;

** კომფორტულ სამუშაო გარემოს;

** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: და წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება "ბუღალტერი".

წარმატებებს გისურვებთ!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
ალგი აუდიტი
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone