CRM-ისა და ბიზნეს პროცესების სპეციალისტი
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. ჩვენ უკვე წარმატებით დავასრულეთ 45 პროექტი და ამჟამად გვაქვს 22 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქი"-ში ვეძებთ CRM -ისა და ბიზნეს პროცესების სპეციალისტს.
ძირითადი ფუნქციები:
** ბიზნეს პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი; ** ბიზნეს პროცესის დოკუმენტური სახით ჩამოყალიბება და შესაბამისი ვიზუალური გამოსახულებების მომზადებაში ჩართულობა; ** ბიზნეს პროცესების შესრულების მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილ დარღვევებზე რეაგირება; ** დოკუმენტირებული პროცესების პერიოდული გადახედვა და განახლებაში ჩართულობა; ** სამიზნე აუდიტორიის გამოკვლევა და მათი საჭიროებებისა და მოთხოვნილებების დეტალური ძიება - სხვადასხვა გზების და არხების მეშვეობით; ** CRM-ში მიმდინარე პროცესების მონიტორინგი და პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით პროცესის მონაწილეებთან კომუნიკაცია; ** CRM-თან დაკავშირებული საკითხების შესახებ თანამშრომლების მხარდაჭერა; ** პრობლემური საკითხებთან დაკავშირებით ვენდორთან კომუნიკაცია; ** ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება; ** შესაბამისი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; ** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაცია; ** ინგლისური ენის ცოდნა; ** საოფისე პროგრამების MS Office-ის ცოდნა; ** სასურველია, Visio, Miro ან ბიზნეს პროცესების ასაწყობი სხვა პროგრამის საბაზისო დონეზე ცოდნა
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 4 სექტემბრის ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.
A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.