მხარდაჭერის გუნდის სპეციალისტი
მზარდი კომპანია ეძებს მოტივირებულ, ენერგიულ და კომუნიკაბელურ მხარდაჭერის გუნდის სპეციალისტს.
თუ შეგიძლიათ მომხმარებელთან მშვიდი და გამართული კომუნიკაცია, სწრაფად სწავლობთ ახალ პროგრამებს და პასუხისმგებლობით ეკიდებით თითოეულ საკითხს, ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ სამუშაოს, პროფესიულ განვითარებასა და კარიერული წინსვლის რეალურ შესაძლებლობას.
პირობები:
** მდებარეობა: ორხევი
** ანაზღაურება: 700 - 1 100 ლარი;
** სამუშაო დატვირთვა: კვირაში 3-6 სამუშაო დღეზე განაწილებით;
** პროფესიული სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;
** დაწინაურების რეალური პერსპექტივა;
** მეგობრული და მხარდამჭერი გუნდი.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლებისთვის დისტანციური მხარდაჭერის გაწევა;
** სატელეფონო ზარებზე და წერილობით შეტყობინებებზე პასუხი;
** ამანათების სტატუსებისა და მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამის სისტემაში რეგისტრაცია;
** პრობლემური შემთხვევების იდენტიფიცირება და პასუხისმგებელ გუნდთან გადამისამართება;
** მომხმარებლისთვის დროული უკუკავშირის მიწოდება;
** მომსახურების ხარისხის სტანდარტების დაცვა.
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** გამართული მეტყველება და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** თავაზიანობა, მოთმინება და პასუხისმგებლობა;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
** ინფორმაციის სწრაფად მოძიებისა და დამუშავების უნარი;
** რუსული და/ან ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია;
** მომხმარებელთა მხარდაჭერის სფეროში გამოცდილება სასურველია, თუმცა არა სავალდებულო.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე:
თემის ველში მიუთითეთ სასურველი პოზიციის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.
A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.