ვიდეოგრაფი
თუ გსურთ, შემოუერთდეთ ციფრული მარკეტინგის სააგენტო "სთეფის" გუნდს ვიდეოგრაფის პოზიციაზე, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე.
ძირითადი მოვალეობები:
** პარტნიორი კომპანიებისთვის მაღალი ხარისხის ვიდეოკონტენტის შექმნა (Video, Reels, Stories, გრაფიკული ვიდეოები და სხვა);
** ვიდეოგადაღებისა და მონტაჟის სრული პროცესის მართვა;
** კამერასთან და თანამედროვე გადამღებ ტექნიკასთან მუშაობა;
** ვიდეოების შექმნის პროცესში თანამედროვე ინსტრუმენტებისა და ხელოვნური ინტელექტის (AI) ბაზაზე არსებული პროგრამების ეფექტურად გამოყენება;
** გუნდთან ერთად კონტენტის იდეების გენერირებასა და მომზადებაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
** დაკისრებული დავალებების განსაზღვრულ ვადებში (Deadline) ხარისხიანად შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** სტუდიური და გარე განათების მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება;
** დრონის მართვის უნარი (შესაბამისი ლიცენზიის/სერტიფიკატის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად);
** ციფრულ მარკეტინგში არსებული თანამედროვე ტენდენციებისა და ტექნოლოგიების სიღრმისეული ცოდნა;
** კრეატიული და შემოქმედებითი აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვისა და გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, სრული განაკვეთი (10:00-დან 19:00-მდე);
** სამუშაო ფორმატი: ოფისიდან (პოზიცია არ არის დისტანციური);
** ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
როგორ მოგვმართოთ:
თუ თვლით, რომ თქვენი უნარები შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და პორტფოლიო ელექტრონულ მისამართზე:
მნიშვნელოვანია: სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ვიდეოგრაფი".
გისურვებთ წარმატებას!
We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.
A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.