8848 live vacancies
← All vacancies

JEBMXXKX Posted 25 Aug 2 views

კონდიტერი

მეამა ქოლექთი external listing
Tbilisi Full-time Sales
Negotiable Apply by

"მეამა ქოლექთი" თავის გუნდში იწვევს აქტიურ და მოტივირებულ კანდიდატებს. ვეძებთ კონდიტერს, რომელსაც აინტერესებს დესერტების მრავალფეროვანი ასორტიმენტის შექმნა და განვითარება, უყვარს ხარისხზე ორიენტირებული მუშაობა და კრეატიული პროცესები.

"მეამა ქოლექთი" არის ახალი კონცეფციის ყავის ობიექტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს როგორც მეამას კაფსულის უნიკალურ გემოებს, ასევე ყავაზე და ჩაიზე დაფუძნებულ მრავალფეროვან პროდუქტებს.

თუ ეძებ სამსახურს, სადაც იმუშავებ მეგობრულ გარემოში, ერთდროულად ისწავლი და განვითარდები — ეს პოზიცია შენთვისაა!

ლოკაცია (თბილისი): გივი ამილახვარის ქუჩა N2

ჩვენ გთავაზობთ:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 9:00-18:00

** კარიერული განვითარების შესაძლებლობა

** ფასდაკლება მეამა ქოლექთის ასორტიმენტზე და მეამას პროდუქციაზე

** პროფესიული ზრდა და მუდმივი სწავლა

** ანაზღაურება: შეთანხმებით

კვალიფიკაცია და უნარები:

** კანდიდატი უნდა იყოს სრულწლოვანი (18+)

** სასურველია კონდიტერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

** დესერტების მომზადების ტექნოლოგიების ცოდნა

** სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა

** კრეატიული აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა

** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. მისამართზე:. გთხოვთ, subject-ის ველში მიუთითოთ (კონდიტერი).

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
მეამა ქოლექთი
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone