8847 live vacancies
← All vacancies

JXAHH91Z Posted 25 Aug 1 views

სამეურნეო სპეციალისტი

UGT external listing
Tbilisi Full-time Logistics / Drivers
Negotiable Apply by

კომპანია "UGT" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო სპეციალისტის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

"იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდარვა წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტრობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ოფისში შემოსული საკანცელარიო და სამეურნეო საქონლის საწყობში მიტანა; ** საოფისე და საკანცელარიო ინვენტარის თანამშრომლებისთვის მიწოდება; ** სარემონტო სამუშაოების ზედამხედველობა, საჭირო მასალებით მომარაგება და მცირე მასშტაბის სარემონტო სამუშაოების შესრულება; ** სასმელი წყლის მარაგების მიღება და დასაწყობება; ოფისში არსებული დისპენსერების შევსება და მათი გამართული მუშაობის ზედამხედველობა; ** ოფისში არსებული დაზიანებების აღმოჩენა და ოპერატიული რეაგირება (კომპეტენციის ფარგლებში პრობლემის აღმოფხვრა ან შესაბამისი სამსახურების ინფორმირება); ** ოფისში არსებული გათბობა-კონდიცირების სისტემების მონიტორინგი, მოვლა და შეკეთება; ** ხელმძღვანელის ინფორმირება განხორციელებული, მიმდინარე და მომავლისთვის დაგეგმილი საქმიანობის შესახებ; ** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

სამუშაო გამოცდილება:

სასურველია აღნიშნული მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

კომპეტენციები:

** შრომისმოყვარე; ** პუნქტუალური; ** პასუხისმგებლობიანი.

დასაქმების პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი ** სამუშაო განაკვეთი: სრული

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა ** Fitpass

დამატებითი ინფორმაცია:

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 5 სექტემბრის ჩათვლით.

ამისათვის საჭიროა გადახვიდეთ მოცემულ ბმულზე, დარეგისტრირდეთ ჩვენს კარიერ საიტზე და შეავსოთ განაცხადი: https://career.ugt.ge/job-invite/1200/

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
UGT
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone