8824 live vacancies
← All vacancies

K4C1PTC6 Posted 25 Aug 5 views

წარმოების ოპერატორი

ასორტი external listing
Tbilisi Full-time Food / Restaurants
₾750 / month Apply by

კომპანია "ასორტი" 2007 წლიდან წარმატებით ინარჩუნებს ქართულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას და მომხმარებელს უმაღლეს ხარისხს სთავაზობს. კომპანიის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მაღალი ხარისხი, მრავალფეროვნება და განვითარებაზე ზრუნვა.

თუ გაქვთ სურვილი გახდეთ წარმატებული გუნდის, მუდმივად მზარდი კომპანიის წევრი, მაშინ დროა შემოგვიერთდეთ.

კომპანია "ასორტი" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წმ. მოწამე ვასილისკოს 12.

სამუშაო განაკვეთი: ნახევარი განაკვეთი (14-15 სამუშაო დღე)

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 750 ლარი.

ძირითადი ფუნქციები:

** ცენტრალურ საკონდიტრო წარმოებაში წარმოებული პროდუქციისათვის ვადის, მისამართის, შეკვეთის დეტალებისა და სხვ. სტიკერების დაბეჭდვა;

** ცენტრალურ საკონდიტრო წარმოებაში წარმოებული ნახევარფაბრიკატებისა და პროდუქციის მითვლა, წარმოების ფურცელში ინფორმაციის ასახვა; ასევე, წარმოებულ პროდუქციაზე ვადის სტიკერების განთავსება;

** ცენტრალური საკონდიტრო წარმოებიდან გასასვლელი პროდუქციის მითვლის განხორციელება;

** ცენტრალური საკონდიტრო წარმოებიდან საწარმოებელი პროდუქციისათვის აუცილებელი ნედლეულის ოდენობის შეკვეთ (ებ)ის მიღება და ინფორმაციის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისათვის;

** ცენტრალურ საკონდიტრო წარმოებაში საწარმოებელი პროდუქციისათვის აუცილებელი ნედლეულის ოდენობის საწყობისათვის შეკვეთის პროგრამულად ასახვა, ასევე, საწყობისთვის ინფორმაციის მიწოდება ნედლეულის მიღების მიზნით;

** ცენტრალური საკონდიტრო წარმოებაში ყოველკვირეულად (მზა პროდუქციის) და ყოველ თვიურად სრული ინვენტარიზაციის (მზა პროდუქცია, ნახ.ფაბ, სახარჯი მასალები) ჩატარება, დამუშავების პროცესში მონაწილეობა და შესაბამისი დოკუმენტის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისათვის;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: საოფისე პროგრამების ცოდნა (MC Office Excel).

უნარები:

** პრიორიტეტების სწორად დანახვის უნარი;

** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;

** პასუხისმგებლობის გრძნობა;

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენით უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტ (ებ)ის დამუშავება, არაუმეტეს 3 წლის ვადით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისი მონაცემების ჩვენთვის მოწოდებაზე მისგან სათანადო წესით თანხმობის მოპოვების ვალდებულება გეკისრებათ თქვენ.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე:, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - წარმოების ოპერატორი.

გისურვებთ წარმატებას!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
ასორტი
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone