ასისტენტი ულტრასონოგრაფიის კაბინეტში
სს "კურაციო" აცხადებს 3 ვაკანსიას ულტრასონოგრაფიის კაბინეტში ასისტენტის პოზიციაზე ახალ ფილიალში (მის: დავით გურამიშვილის გამზ. #55)
მოვალეობები: კვლევის პროცესში ექიმის ასისტირება, პაციენტის ჩანაწერის წარმოება კლინიკის ელექტრონულ პროგრამაში არსებული სპეციალური ფორმის მეშვეობით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სამედიცინო უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, უმაღლესი სამედიცინო განათლება ან რეზიდენტი.
ვაკანსია I სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: დ. გურამიშვილის გამზ. #55 ** კვირაში 14 სამუშაო საათი. ** სამუშაო დღეები და საათები: ** სამშაბათი და ხუთშაბათი -10:00 საათიდან 18:00 საათამდე (1 საათიანი შესვენება) ** ანაზღაურება - 350 ლარი
ვაკანსია II სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: დ. გურამიშვილის გამზ. #55 ** კვირაში 11 სამუშაო საათი. ** სამუშაო დღეები და საათები: ** ორშაბათი და პარასკევი -10:00 საათიდან 14:00 საათამდე ** ოთხშაბათი - 15:00 საათიდან 18:00 საათამდე ** ანაზღაურება - 280 ლარი
ვაკანსია III სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: დ. გურამიშვილის გამზ. #55 ** კვირაში 10 სამუშაო საათი. ** სამუშაო დღეები და საათები: ** ორშაბათი და პარასკევი -15:00 საათიდან 18:00 საათამდე ** ოთხშაბათი - 10:00 საათიდან 14:00 საათამდე ** ანაზღაურება - 250 ლარი
დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: ndundua@curatio.ge. გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას შინაარსში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ულტასონოგრაფიის კაბინეტის ასისტენტი).
გაცნობებთ, სს "კურაციო" ამუშავებს კანდიდატის მიერ გაზიარებულ ინფორმაციას (რეზიუმეს (CV), თანდართულ დოკუმენტებს (მათ შორის, სერტიფიკატებს, დიპლომებს) და აღნიშნულ დოკუმენტებში მითითებულ მონაცემებს), გამოცხადებულ ან/და სამომავლო ვაკანსიაზე, კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა სს "კურაციოს" და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება; აღნიშნული მიზნით, კანდიდატი უფლებამოსილია დაუკავშირდეს სს "კურაციოს" პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შემდეგ ელ-ფოსტაზე: dpo@curatio.ge. წინამდებარე შეტყობინების საფუძველზე, კანდიდატი მიიჩნევა ინფორმირებულად მის შესახებ სს "კურაციოს" მიერ მონაცემთა დამუშავების საკითხებზე.
We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.
A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.