7930 live vacancies
← All vacancies

KT8H2XRV Posted 25 Aug 1 views

გაყიდვების მენეჯერი

კაუკასუს აუტო external listing
Tbilisi Full-time Sales
Negotiable Apply by

"კაუკასუს აუტო", 21-წლიანი გამოცდილებითა და მილიონამდე იმპორტირებული ავტომობილით, 700-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. ლოგისტიკის, გაყიდვების, მომხმარებლებზე ზრუნვის, მარკეტინგის, ფინანსების, მენეჯმენტისა და ბიზნესის განვითარების პროფესიონალების მუშაობის შედეგად, დღეს "კაუკასუს აუტო" საერთაშორისო ლოჯისტიკური ინდუსტრიის ლიდერია. ვგეგმავთ ინოვაციურ პროექტებს, ვნერგავთ მრავალფეროვან და საინტერესო შესაძლებლობებს და ახალი მიზნებით მივიწევთ წინ. ოფისი 9 ქვეყანაში გვაქვს (საქართველო, უკრაინა, ემირატები, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, სომხეთი, აზერბაიჯანი, პოლონეთი) და საერთაშორისო ზრდას აქტიურად განვაგრძობთ.

მისი ისტორია 2004 წელს თბილისში დაიწყო და დღეს მოიცავს მილიონამდე იმპორტირებულ ავტომობილს, ათასობით წარმატების ისტორიას და 700-ზე მეტ პროფესიონალს. კომპანიის ზრდა და განვითარება შესაძლებელი გახდა სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალური თანამშრომლობით, რის შედეგადაც დღეს კომპანია ლოგისტიკის სფეროში მსოფლიო დონის ლიდერია.

https://caucasusauto.com Caucasus Auto | Facebook Caucasus Auto Market | Rustavi | Facebook Caucasus Auto | LinkedIn

"კაუკასუს აუტოში" გაყიდვების პროაქტიური გუნდი ჩვენი ბიზნესის წამყვანი ლოკომოტივია და სწორედ ამ მეგობრულ გუნდში აბაშიძის ფილიალებისთვის გაყიდვების მენეჯერებს ვეძებთ, რომლებიც:

** მოიზიდავენ მომხმარებლებს და მათ მოთხოვნებს და საჭიროებებს გააანალიზებენ, ** მოიძიებენ მათთვის სასურველ ავტომობილს მსოფლიოს წამყვან სააუქციონო ბაზრებზე, ** მომხმარებელთან ექნებათ აქტიური კომუნიკაცია ** დაამუშავებენ მომხმარებელთა ბაზას ** ეფექტურად გაუძღვებიან გაყიდვების პროცესს

თუ ეს ყველაფერი გაინტერესებთ და თქვენ:

** გიყვართ გაყიდვები ** გიყვართ მომხმარებელთან ურთიერთობა ** იცით ან გაინტერესებთ ავტომობილების სპეციფიკა და მახასიათებლები ** ხართ კომუნიკაბელური, ორგანიზებული, გიყვართ მუშაობა გუნდში ** გამართულად მეტყველებთ და წერთ ქართულ ენაზე ** იცით სხვა რომელიმე ენა

შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა -https://caucasusauto.selfrecruit.ge/s/FkEIc

ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გუნდი, კარგი სამუშაო გარემო და განვითარების შესაძლებლობა. გელოდებით!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
კაუკასუს აუტო
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free