8847 live vacancies
← All vacancies

N947N0G4 Posted 25 Aug 1 views

მარკეტინგის კოორდინატორი

ჯეი ეფ ჯორჯია external listing
Tbilisi Full-time Marketing / PR
Negotiable Apply by

კომპანია "JF Georgia" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის კოორდინატორის პოზიციაზე.

შპს "ჯეი ეფ ჯორჯია" 2015 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და ახორციელებს სხვადასხვა დასახელების პროდუქციის (თმის მოვლის საშუალებები, ელექტროპროდუქცია, აქსესუარები, ავეჯი და სხვა) საბითუმო და საცალო გაყიდვებს.

კომპანიის ძირითადი მომხმარებლები არიან საქართველოს მასშტაბით არსებული სილამაზის სალონები. JF Georgia წარმოდგენილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული ფილიალებით, მათ შორის სილამაზის სალონითა და სასწავლო აკადემიით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://jfgeorgia.ge/

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ფალიაშვილის N60

სამუშაო გრაფიკი:

** ორშაბათი-პარასკევი: 09:30-18:00 საათი;

** შაბათი: 09:30-14:00 საათი.

ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

ძირითადი მოთხოვნები:

** მარკეტინგის, კომუნიკაციების ან მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;

** სოციალური მედიის პლატფორმების მართვის გამოცდილება;

** Meta Ads Manager-ის პრაქტიკული ცოდნა;

** Canva-ს ან Adobe-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სოციალური ქსელების მართვა (Facebook, Instagram, TikTok);

** ყოველთვიური კონტენტგეგმის მომზადება და განხორციელება;

** პოსტებისა და ვიდეოების ტექსტების (Copywriting) მომზადება;

** ფოტო- და ვიდეოგადაღებების დაგეგმვა და კოორდინაცია;

** Meta (Facebook/Instagram) სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, მართვა და ოპტიმიზაცია;

** ინფლუენსერებთან, პარტნიორებთან და მომწოდებლებთან კომუნიკაცია;

** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;

** სოციალური მედიის შედეგების ანალიზი და ყოველთვიური რეპორტინგი.

პიროვნული თვისებები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;

** დედლაინებისა და დროის მართვის უნარი;

** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;

** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები;

** კრეატიული აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** დინამიკურ სამუშაო გარემოს მეგობრულ გუნდში;

** პოზიციური და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;

** კონკურენტულ ანაზღაურებას;

** სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე:

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: რეზიუმეს (CV) გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ შპს "ჯეი ეფ ჯორჯიამ" (JF Georgia), თქვენი კანდიდატურის განხილვისა და შემდგომი დასაქმების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, განახორციელოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება.

გისურვებთ წარმატებას!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
ჯეი ეფ ჯორჯია
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone