8824 live vacancies
← All vacancies

P3A6ACR3 Posted 25 Aug 5 views

დაწყებითი კლასების კათედრის ხელმძღვანელის ასისტენტი

საერო გიმნაზია შავნაბადა external listing
Tbilisi Full-time Education
Negotiable Apply by

შპს "დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა" კერძო სკოლაა, რომლის დაარსების ისტორია უკვე 30 წელს ითვლის. სკოლა ორიენტირებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სასწავლო მიდგომებზე, სწავლისა და სწავლების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე, თანამშრომელთა განვითარების განსაკუთრებულ ხელშეწყობაზე, თანამედროვე ინფრასტრუქტურით კომფორტული და უსაფრთხო სამუშაო ატმოსფეროს შექმნაზე.

გიმნაზია "შავნაბადა" აცხადებს კონკურსს დაწყებითი კლასების კათედრის ხელმძღვანელის ასისტენტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მონაწილეობს გაკვეთილების დაგეგმვისა და სასწავლო პროცესის ორგანიზების პროცესში;

** უზრუნველყოფს კლასის მომზადებას გაკვეთილის დაწყებამდე, მათ შორის საჭირო სასწავლო რესურსებისა და მასალების მობილიზებას;

** ახორციელებს მოსწავლეთა მონიტორინგსა და მხარდაჭერას აქტივობებს შორის ტრანზიციის პროცესში (მაგალითად, გაკვეთილიდან გაკვეთილზე, გაკვეთილიდან კვებაზე ან სხვა აქტივობაზე გადასვლისას);

** ახორციელებს კლასის მოსწავლეთა მეთვალყურეობას შესვენებების პერიოდში;

** მონაწილეობს სასწავლო რესურსების მოძიებაში, მომზადებასა და ადაპტირებაში სასწავლო მიზნების შესაბამისად;

** ატარებს გახანგრძლივებული დღის ჯგუფის მეცადინეობებს დადგენილი გრაფიკის შესაბამისად;

** განსაზღვრული პერიოდულობით დამოუკიდებლად გეგმავს და ატარებს გაკვეთილებს;

** საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობს სასკოლო ღონისძიებების, პროექტებისა და ექსკურსიების ორგანიზებასა და განხორციელებაში;

** ასრულებს უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებულ სხვა მოვალეობებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა);

** სასურველია ბავშვებთან ჯგუფური ან/და ინდივიდუალურად მუშაობის გამოცდილება.

სამუშაო საათები: 9 საათიდან 17 საათამდე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე/CV ელ.ფოსტის მისამართზე: წერილის სათაურის ველში ვაკანტური პოზიციის დასახელების მითითებით.

გაცნობებთ, რომ მონაცემების დამუშავებას ახორციელებს შპს დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა (ს/კ, მისამართი: თბილისი, სერგი წულაძის 32დ), რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დაცვით. მონაცემთა დამუშავების მიზანს წარმოადგენს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენა და დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოს შემდეგ საფოსტო მისამართზე:.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
საერო გიმნაზია შავნაბადა
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone